ნორვეგიული Equinor გეგმავს 2024 წელს SOCAR-ის (აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის) აქტივების გაყიდვის გარიგების დასრულებას.

„ტრანზაქციის დახურვა მოსალოდნელია 2024 წელს“, - ციტირებს ინტერფაქს-აზერბაიჯანი Equinor-ის 2023 წლის მეოთხე კვარტალის ანგარიშიდან.

კომპანიის ინფორმაციით, მეოთხე კვარტალში Equinor-მა აღიარა ზარალი 310 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც დაკავშირებულია აზერბაიჯანის პროექტებიდან დაგეგმილ გამოსვლასთან.

როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, 2023 წლის 22 დეკემბერს Equinor-მა გააფორმა ხელშეკრულება SOCAR-თან აზერბაიჯანში არსებული აქტივების სახელმწიფო ნავთობკომპანიისთვის მიყიდვის შესახებ.

კერძოდ, Equinor-მა გაყიდა SOCAR 7,27% აზერი-ჩირაგ-გუნაშლის (ACG) ბლოკის განვითარების პროექტში, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენში - 8,71%, ყარაბაღის საბადოს განვითარების პროექტში - 50%.

SOCAR-ის წილი ამ პროექტებში Equinor-თან გარიგებამდე ასეთი იყო: ACG-ში - 25%, BTC-ში - 25%, ყარაბაღში - 50%.