GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი, მაია მელიქიძემ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, რომ საქართველოს სამეზობლოში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიდის.

მისი ინფორმაციით, გარდა თურქეთისა, სადაც საქართველო ექსპორტი გააქვს, 9 წლის განმავლობაში პირველად, სომხეთმა გაიტანა ელექტროენერგია.

„ვფიქრობდით [ენერგეტიკული ბირჟის] სრულად გახსნასაც, მაგრამ ისიც მისასალმებელია, რომ პატარა ნაბიჯებით დავიწყეთ. მომავალი წლის 1 ივლისს [ბირჟა] სრული სახით უნდა გავხსნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი სკეპტიციზმი ჩამოყალიბდება, რაც ჩვენ ხელს არანაირად არ გვაძლევს. მით უმეტეს, რომ ჩვენს სამეზობლოში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიდის, გარდა თურქეთისა, სადაც ექსპორტი გაგვაქვს.

წელს პირველად, ბოლო 9 წლის განმავლობაში [ჩვენგან] სომხეთმა ელექტროენერგია გაიტანა. ჩვენ 150 მგვტ-იანი გადამცემი ხაზი გვაქვს და ითხოვენ, რომ 350-მდე აიწიოს, მაგრამ მე რეკომენდაცია გავეცი, რომ 700-მდე აიწიოს. იმიტომ, რომ ასეა თუ ისე, ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად დავჭირდებით“, - აცხადებს მელიქიძე.

bm.ge