პირველად, 2025 წლის ბოლოსთვის „გაზპრომმა“ ჩინეთს ევროპის ქვეყნებთან შედარებით მეტი გაზი მიაწოდა.
ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურმა Telegram არხზე განაცხადა.
მონაცემების თანახმად, „გაზპრომმა“ გასულ წელს ჩინეთს „სიბირის ძალა“ გაზსადენით 38,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა.
„ამრიგად, კომპანიამ ჩინეთში მილსადენიდან გაზის ექსპორტის მეტი რაოდენობა განახორციელა, ვიდრე ევროპის შორეულ საზღვარგარეთში (მათ შორის თურქეთში) ერთად აღებულში“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიამ დასძინა, რომ 2025 წელს „გაზპრომმა“ გაზის ექსპორტი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში გაზარდა. კერძოდ, აღინიშნა, რომ კომპანიამ ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში მიწოდება 22,2%-ით, ხოლო საქართველოში - 40,4%-ით გაზარდა.













