საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.4 პროცენტი შეადგინა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 7.7 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატი ფასებს აკვირდება 6 ძირითად ქალაქში. ქვეყნის ინფლაციის ნიშნული კი ამ ექვსი ქალაქის გასაშუალოებული მაჩვენებლით გამოითვლება.

გთავაზობთ იანვრის ინფლაციის მაჩვენებლებს ამ ქალაქების მიხედვით:

  • თბილისი -  10.1%;
  • ბათუმი - 12%;
  • ქუთაისი - 6.6%;
  • გორი - 8%;
  • თელავი - 7.8%;
  • ზუგდიდი - 9.6%.