ჩნდება საფუძვლიანი კითხვები - ვინ, სად და რატომ მფარველობს ბიზნესმენ მ...
„ახალგაზრდა ადვოკატების“
ხელმძღვანელის, ნიაზ
ხალვაშის ადვოკატ არჩილ
კაიკაციშვილის
განცხადებით, ნიაზ
ხალვაშისსაკუთრების
ხელყოფა და ბიზნესის
წართმევა
წარმოადგენდასახელმწიფოს
ძალმომრეობითი პოლიტიკის
შედეგს და ნიაზხალვაშის
მიმართ (და მისი ოჯახის
წევრების მიმართ)
განხორციელებული იქნა
პოლიტიკური ნიშნით დევნა,
რასაც მოჰყვასახელმწიფო
აპარატის მონაწილეობით,
უკანონო
მმართველობითიღონისძიების
გამოყენება, როგორც
პიროვნული დასჯის,
ასევებიზნესის ხელში
ჩაგდებისა და ეკონომიკური
საქმიანობის
შეჩერება/შეფერხების
მიზნით. დგინდება, რომ ნიაზ
ხალვაშის ქონება
სსიპაღსრულების ეროვნული
ბიუროს მხრიდან ნატურით
გადადის ს.ს. თიბისი ბანკის
საკუთრებაში (24 დეკემბერი,
2010 წელი). დგინდება, რომ ამ
ფაქტიდან, დაახლოებით 4
თვეში, ნიაზ ხალვაშის
ქონებისდასაკუთრების
ინტერესს გამოთქვამს
ბიზნესმენი მამუკა
სხვიტარიძედა მისი
კომპანია - ჯერ შპს
„ტრანსკავკასიის
კრისტალი“, შემდეგასევე
შპს „ბაზალტ ტრანსი“ და შპს
„ტრანსკავკასიის ენერჯი“,
ხოლოუძრავი ნივთის
განვადებით ნასყიდობის
ხელშეკრულებისსაფუძველზე,
სადავო უძრავი ქონება
გადადის შპს
„ტრანსკავკასიისკრისტალის“
მფლობელობაში (28
სექტემბერი, 2011 წელი). ნიაზ
ხალვაშმა აღნიშნულ
საკუთრებაზე მფლობელობა
დაკარგასახელმწიფოს მიერ
წარმოებული უკანონო
მმართველობითიღონისძიების
შედეგად, ქონება მისი
მფლობელობიდან გავიდა
ნებისსაწინააღმდეგოდ და
ნების გარეშე. მხარეს
დროის არც ერთმონაკვეთში
არ დაუკარგავს ინტერესი
ქონებაზე
საკუთრებისუფლების
აღდგენის (მოპოვებისა) და
შესაბამისად,
ფართშიბიზნესს-საქმიანობის
განხორციელება-გაგრძელების
მიზნებისთვის.
შესაბამისად, სათანადო
სამართლებრივი ვითარების
შექმნისა დაიურიდიული
ინტერესის პირობებში, ნიაზ
ხალვაშმა უკვე
კომპანია„ბიზონის“ სახით,
სახელმწიფოს მიერ
ჩატარებული აუქციონის
ყველამოთხოვნის
შესაბამისად, 2017 წლის 30
მარტს, ხელახლა და
მეორედშეიძინა თავისი
ქონება. შესაბამისად, ნიაზ
ხალვაში და მისიკომპანია
აღიჭურვა ყველა იმ
სამართლებრივი სიკეთით,
რომელიცგამომდინარეობდა
კეთილსინდისიერი შემძენის
ინსტიტუტიდან. ორგანიზაცია
აღნიშნავს, რომ 2022 წლის 14
ივლისის
საქართველოსუზენაესი
სასამართლოს უაღრესად
საკამათო
გადაწყვეტილებით,
სასამართლო მამუკა
სხვიტარიძის კომპანიას
უკმაყოფილებსმოთხოვნას და
ნიაზ ხალვაშის კომპანია
კარგავს აუქციონის
გზითშეძენილ ქონებაზე -
დაბრუნებულ ბიზნესზე
საკუთრების უფლებას.
აღნიშნული გადაწყვეტილება
პირველია ქართულ
სამართლებრივ
დაეკონომიკური ბრუნვის
სტაბილურობის სისტემაში,
რომელიცმნიშვნელოვან
დარტყმის ქვეშ აყენებს
კეთილსინდისიერი
შემძენისინსტიტუტს და
სამართლის განვითარების
ან ერთგვაროვანიპრაქტიკის
დამკვიდრების მოტივით,
იურიდიულ საფუძველს
აცლისსააღსრულებლო
წარმოებათა სანდოობას,
საკუთრების
უფლებისდაცულობას,
სამართლიანობისა და
თანასწორუფლებიანობისპრინციპებს.
სასამართლო აუქმებს ნიაზ
ხალვაშის შეძენილქონებაზე
აუქციონის შედეგებს,
მაგრამ არ
გამოთქვამსდასაბუთებულ
პოზიციას, რა უფლებრივი
მდგომარეობის წინაშერჩება
შემდგომში ქონების
კეთილსინდისიერი
შემძენი. „ახალგაზრდა
ადვოკატები“ აღნიშავს, რომ
მართალია, მამუკა
სხვიტარიძე უძრავი
ქონების - მიწის ნაკვეთზე
მესაკუთრის უფლებას
ინარჩუნებს, თუმც კანონიერ
ძალაში შესული ბათუმის
საქალაქო სასამართლოს 2019
წლის 16 დეკემბრის
გადაწყვეტილებით, მას უარი
ეთქვა მიწის ნაკვეთზე
არსებულ შენობა-ნაგებობის
მესაკუთრედ ცნობაზე.
აღნიშნულ ფართში
შენობა-ნაგებობაზე
მფლობელობა გააჩნია ნიაზ
ხალვაშს და მის მიერ
დაფუძნებულ კომპანია შპს
ბიზონს. შესაბამისად,
შექმნილია სამართლებრივი
მდგომარეობა, როდესაც
საკუთრებასთან მიმართებით
სახეზეა საზიარო უფლება.
სწორედ ამ რეალობის
ძალადობრივი მეთოდებით
შეცვლის მიზანს
წარმოადგენდა 2026 წლის 21
აპრილიდან - დღემდე მამუკა
სხვიტარიძის მოქმედებები
და მართლსაწინააღმდეგო
ქმედებები ნიაზ ხალვაშის
მიმართ, რომელიც
კონკრეტული რეაგირების
გარეშეა
დარჩენილი.„ახალგაზრდა
ადვოკატები“ მოითხოვს:1.
სამართლებრივი რეაგირება
განხორციელდეს მამუკა
სხვიტარიძის მოქმედებათა
მიმართ, რომელმაც 2026 წლის 21
აპრილს, განზრახ ჩაიდინა
მართლსაწინააღმდეგო
ქმედება, გატეხა ჭიშკარი,
შეიჭრა სადავო ფართში და
დაძრული ავტომობილით
გადაუარა ნიაზ ხალვაშს.
ხელვაჩაურის რაიონული
პოლიცია აღნიშნულ ფაქტზე
სისხლის სამართლის საქმეს
არ აღძრავს და
შემოიფარგლება მხოლოდ
ავტომობილის საჯარიმო
ღონისძიებებით. 2.
სამართლებრივი რეაგირება
განხორციელდეს მამუკა
სხვიტარიძის მოქმედებათა
მიმართ, რომელიც დღისით,
ღამით, ყოველგვარი
ლეგიტიმური მიზნის გარეშე,
სადავო ტერიტორიაზე
გადაადგილდება
შეიარაღებული,
ბრონირებული ჟილეტით,
შეურაცხყოფას აყენებს და
კონფლიქტში იწვევს ნიაზ
ხალვაშს, მისი ოჯახის
წევრებს, მოიხსენიებს მათ
ცინიკური
გამონათქვამებით, ესვრის
სიგარეტის ნამწვევს,
აგინებს, ლანძღავს და
ფიზიკურად ძალის
დემონსტრირებას ახდენს.
ყველა გარემოება
წარდგენილია ხელვაჩაურის
რაიონულ პოლიციაში, მაგრამ
ინციდენტებზე რეაგირება
შემოიფარგლება მხოლოდ
მხარეთა
ახსნა-განმარტებების
ჩამორთმევით, 3.
სამართლებრივი რეაგირება
განხორციელდეს მამუკა
სხვიტარიძის მოქმედებათა
მიმართ, რომელმაც საზიარო
ფართში შემოიყვანა
ადამიანების ჯგუფი,
რომლებიც თავს დაცვის
სამსახურის
წარმომადგენლებად
ასახელებენ და ყოველგვარი
იდენტიფიცირების,
მოწმობისა და
სამართლებრივი საფუძვლის
გარეშე, დაიწყეს ნიაზ
ხალვაშისა და მასთან ერთად,
სხვა პირთა ფართში
გადაადგილების ფოტო-ვიდეო
გადაღება, ოპერატიული
ინფორმაციის შეგროვება,
გადაცემა. ორგანიზაციის
გარკვევით, დაჯგუფების
წევრებს: გერონტი შავაძეს,
იმედა შავაძესა და ედუარდ
სოლომონიძეს
ზედამხედველობას უწევს
რამაზ ცეცხლაძე, რომელიც
მამუკა სხვიტარიძის
უშუალო მითითებებს
ასრულებს. დასახელებული
ჯგუფის ადგილზე
საქმიანობა პირდაპირ
არღვევს პირთა პერსონალურ
მონაცემებსა და
უსაფრთხოებას, თუმცა
მაღალი მიკერძოების ფონზე,
ფაქტზე არ რეაგირებს
შრომის ინსპექცია,
სახელმწიფო აუდიტის
სამსახური და არც პოლიციის
განყოფილება. „ახალგაზრდა
ადვოკატები“ განმარტავს,
რომ სხვა შეფასების საგანს
წარმოადგენს მამუკა
სხვიტარიძის მრიდან ნიაზ
ხალვაშისა და მისი ოჯახის
წერების მისამართით
წარმოებული
ცილისწამებლური კამპანია,
რომელიც მიზნად ისახავს
საზოგადოებაში ყალბი
შეხედულებების
ჩამოყალიბებას. ამდენად,
ორგანიზაცია აღნიშმავს,
რომ ბათუმის საქალაქო
სასამართლოს სამოქალაქო
საქმეთა კოლეგიის
წარმოებაშია ახალი
სარჩელი, რომლის მიზანია
ცილისწამებლური ცნობების
უარყოფა. კერძოდ, სარჩელით
მოთხოვნილია დაევალოს
მამუკა სხვიტარიძეს
მედიასაშუალება „აჭარა
თაიმსის“ ვებ-გვერდისა
(www.ajaratimes.ge) და გაზეთ
„ბათუმელების“
ვებ-გვერდის (www.batumelebi.netgazeti.ge)
მეშვეობით, გამოაქვეყნოს
ცნობა იმის შესახებ, რომ
ფატი ხალვაშის, ნიაზ
ხალვაშის, ქიბარ ხალვაშის,
შპს „ბიზონის“ მისამართით
2026 წლის 22 ივნისს
გავრცელებული პატივის,
ღირსებისა და საქმიანი
რეპუტაციის შემლახველი
ცნობები არ შეესაბამება
სინამდვილეს და
წარმოადგენს ცილისწამებას
- არსებითად მცდარი ფაქტის
შემცველ განცხადებას.
1788954345