საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს.

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • იანვარში წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა, ხოლო დეკემბერთან შედარებით ფასების საერთო დონემ 1.2%-ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, სტაბილურობას ინარჩუნებს. იანვარში საბაზო ინფლაციამ 2.1% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელს (3.0%) უტოლდება

საბანკო სექტორი

  • დეკემბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.2 პპ-ით გაიზარდა და წლიურმა მაჩვენებელმა 14.0% შეადგინა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია დეკემბერში 0.2 პპ-ით შემცირდა და 47.7% შეადგინა
  • დეკემბერში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია გაიზარდა 0.5 პპ-ით 42.4%-მდე


საგარეო სექტორი

  • იმპორტი - საქონლის იმპორტი წლიურად 8.8%-ით გაიზარდა 1.8 მლრდ აშშ დოლარამდე. დეკემბერში საქონლის იმპორტზე ზრდის მიმართულებით სამომხმარებლო და შუალედური მოხმარების პროდუქტები მოქმედებდა, თანაბარი 6.9-6.9 პპ წვლილებით
  • ექსპორტი - ექსპორტი 22.5%-ით გაიზარდა და 673.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. დეკემბერში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიურად ზრდა ძირითადად განპირობებული იყო შუალედური (10.4 პპ კონტრიბუციით) და სამომხმარებლო (8.6 პპ კონტრიბუციით) საქონლის ექსპორტის ზრდით. ასევე გაზრდილია საინვესტიციო საქონელი (3.6 პპ კონტრიბუციით)
  • დეკემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 342.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი დაახლოებით 6.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

 გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.