მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • ივნისში წლიურმა ინფლაციამ 4.0% შეადგინა, ხოლო მაისთან შედარებით ფასების საერთო დონე თითქმის იგივე დონეზე შენარჩუნდა
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.2% შეადგინა
  • ადგილობრივმა ინფლაციამ 5.2% შეადგინა - მატება ყველაზე მეტად პურის გაძვირებას უკავშირდება

საბანკო სექტორი

  • მაისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხები წლიურად 15.1%-ით გაიზარდა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია მაისში წინა თვესთან შედარებით 1.2 პპ-ით შემცირდა და 50.8% შეადგინა
  • მაისში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.2 პპ-ით, 42.9%-მდე შემცირდა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - მაისში საქონლის იმპორტი წლიურ ჭრილში 5.1%-ით შემცირდა
  • ექსპორტი - მაისში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი წლიურად 15.7%-ით გაიზარდა და 580.1 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა
  • მაისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 66.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 4.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.