2024 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 36.5%-ით შემცირდა და 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 10.8%-ით გაიზარდა, ხოლო დანარჩენი ქვეყნებიდან 51%-ით შემცირდა. ევროკავშირის წილი მთლიან ფულად გზავნილებში 41.45%-ს (115.5 მლნ აშშ დოლარი), ხოლო დანარჩენი ქვეყნების - 58.5%-ს (162.9 მლნ აშშ დოლარი) შეადგენდა.
2024 წლის მარტში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა შემდეგი 10 ქვეყნიდან:
- რუსეთის ფედერაცია - 52,997 მლნ აშშ დოლარი
- იტალია - 46,666 აშშ დოლარი
- აშშ - 44,763 აშშ დოლარი
- ისრაელი - 21,095 აშშ დოლარი
- საბერძნეთი - 20,960 აშშ დოლარი
- გერმანია - 20,146 აშშ დოლარი
- ყაზახეთი - 11,810 აშშ დოლარი
- თურქეთი - 8,239 აშშ დოლარი
- ესპანეთი - 5,651 აშშ დოლარი
- ირლანდია - 5,125 აშშ დოლარი
მიმდინარე წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.3 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 3.8%-ით არის შემცირებული.