2025 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.4%-ით გაიზარდა და 835 მლნ დოლარი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ კვირის მიმოხილვაში.
„ჩვენი შეფასებით, 2025 წლის მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 8.7%-ით გაიზარდა და 300 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ჯამურად, 2025 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.4%-ით გაიზარდა და 835 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, ჩვენი შეფასებით“ - ვკითხულობთ მიმოხილვაში.
კვლევითი ორგანიზაციის პროგნოზით, მიმდინარე წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.