ტურისტული პაკეტები რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენით რუსული ტუროპერატორების ასორტიმენტში, შესაძლოა, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გამოჩნდეს, - ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს.

„იმისთვის, რომ შემოგთავაზოთ ტურები პირდაპირი ფრენებით, ავიაბილეთები დაჯავშნის გლობალურ სისტემებში (GDS) უნდა გამოჩნდეს. ეს შეიძლება მოხდეს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში“, - განმარტავენ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 15 მაისს განაცხადა, რომ რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტს“ 17 მაისიდან საქართველოში ფრენების განხორციელების ნებართვა მისცეს.