უკვე სამი წელია, თიბისი კონცეპტი, Visa და M.T.A. სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს უმზადებენ და ზამთრის კურორტებზე გამორჩეულ გამოცდილებას უქმნიან.
წელს პარტნიორები მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობენ. 20 ნოემბრის 12:00 საათიდან, მოთხილამურეები, რომლებიც M.T.A.-ს ოფიციალურ ვებგვერდზე - mta.ski - I კალათის სეზონურ მულტისკი აბონემენტს თიბისი კონცეპტ Visa ბარათებით შეიძენენ, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ და პრემიუმ სკიპასის მფლობელები გახდებიან, რაც მათ Fast Track სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.
Fast Track სერვისი მოთხილამურეებს საშუალებას მისცემს, შერჩეულ საბაგიროებზე სპეციალურად გამოყოფილი სწრაფი გასასვლელებით ისარგებლონ, რაც კურორტებზე მათ გამოცდილებას უფრო კომფორტულს გახდის.
ფასდაკლება გავრცელდება მხოლოდ უფროსის კატეგორიის I კალათის სეზონურ მულტისკ აბონემენტების საფასურის თიბისი კონცეპტის როგორც ახალი, ისე არსებული Visa ბარათებით (TBC Concept Visa Signature, Visa Platinum, Miles&Smiles Visa Signature, Ertguli Visa Signature, Ertguli Visa Platinum, TBC WM Visa Infinite; Miles&Smiles TBC WM Visa Infinite, Ertguli Infinite Ertguli WM, Visa Ertguli Platinum WM) გადახდისას. ერთი საბანკო ბარათით შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ ორი აბონემენტის შეძენა.
პრემიუმ სკიპასით სარგებლობა შესაძლებელი იქნება საქართველოს ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე, ხოლო Fast Track სერვისი ხელმისაწვდომი იქნება გუდაურის ოთხ ძირითად საბაგიროსთან: პირველი, სოლიკო, გუდაურა და ახალი გუდაურა. Fast Track დამოუკიდებელი სერვისის სახით არ გაიყიდება და მხოლოდ აღნიშნული ექსკლუზიური პროდუქტის მფლობელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
აბონემენტების რაოდენობა შეზღუდულია და შესაძლოა, ნებისმიერ დროს ამოიწუროს. თუ ვებგვერდზე ფასდაკლებული აბონემენტები აღარ გამოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ შეთავაზებისთვის გამოყოფილი რაოდენობა ამოწურულია.
შეთავაზების დეტალური პირობებისა და აბონემენტების შეძენის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
გახდით თიბისი კონცეპტის მომხმარებელი და ისარგებლეთ პრივილეგირებული საბანკო მომსახურებითა და ექსკლუზიური შეთავაზებებით.












