საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი, დაგენერირებული მოგება, გლობალური დაფარვის მასშტაბები, კლიენტების მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.

თიბისი, ყველაზე დიდი წილით, სავალუტო სერვისების ბაზრის ლიდერის პოზიციას იკავებს, რაც მოიცავს ტრანზაქციებს მიკრო, მცირე, საშუალო და კორპორაციული კლიენტებისთვის.

თიბისის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის მართვის მიმართულებას სავალუტო პროდუქტების გაყიდვების საკუთარი გუნდი ჰყავს, რომელიც 40 სექტორში 7300 კორპორაციულ კლიენტს ემსახურება. თითოეული ინდუსტრია დარგის ექსპერტულ ცოდნასა და კლიენტების საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს მოითხოვს. თითოეულ სექტორს შესაბამისი პროდუქტის მენეჯერი ფარავს, რომელიც სავალუტო ბაზრებზე დიდი გამოცდილების დახმარებით, ეფექტურად მართავს პორტფელს.

ბოლო 12 თვის განმავლობაში, თიბისიმ 308 მილიონ ლარზე მეტი სავალუტო შემოსავალი მიიღო, რაც სავალტო ბაზრებზე ზრდადი კონკურენციის მიუხედავად, 10%-ითაა გაზრდილი.

თიბისის კორპორაციული კლიენტებისთვის სავალუტო პროდუქტების მოხმარება სრულად ციფრულია, რაც ზოგავს მათ დროს და ზრდის მათ კმაყოფილებას.

თიბისის კორპორაციულ კლიენტებს კონვერტაციის გატარებისთვის მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდებათ. თიბისის ინტერნეტბანკში ჩაშენებულია "კონვერტაციის კურსის მოთხოვნის ფანჯარა", საიდანაც კლიენტს შეუძლია შეღავათიანი კურსით კონვერტაციაზე მოთხოვნა გამოაგზავნოს და პირდაპირ, შეტყობინების საშუალებით დაეკონტაქტოს ბანკს.

თიბისის მისიის - "ადამიანების ცხოვრების გამარტივების" შესაბამისად, თიბისის გუნდმა, სავალუტო ოპერაციების მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად, 2023 წლის ბოლოს ახალი სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიის პირველი ეტაპი ძირითადი რეგიონული ვალუტებისთვის მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული საკურსო ტარიფების შეთავაზებას გულისხმობს თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში.

პროდუქტის შექმნის დღიდან, 500-ზე მეტი კორპორაციული კლიენტი იყენებს საკურსო ტარიფების მოდულს ინტერნეტ ბანკში. შედეგად, ჯამში 130 000-ზე მეტი სავალუტო ოპერაცია, სავალუტო მენეჯერის გარეშე, ავტომატურად შესრულდა.

"გვეამაყება, რომ ჩვენს კლიენტებს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებას და სავალუტო პროდუქტებს ვთავაზობთ. შეუფერხებელი და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გამოცდილება ჩვენი მთავარი უპირატესობაა, რისი დასტურიცაა 2024 წელს საკურსო ტარიფების ინსტრუმენტის ჩაშენება თიბისის ციფრულ არხებში. ახალი ინიციატივით, მომხმარებლებს ციფრულ არხებში წვდომა აქვთ სპეციალურ სავალუტო ტარიფებზე. ასევე, შესაძლებლობა აქვთ სავალუტო ტრანზაქციები 24/7-ზე, მომენტალურად შეასრულონ. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ძირითადი და რეგიონული ვალუტით სავაჭრო შესაძლებლობებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში, ჩვენი საქმიანობით და შედეგებით, იურიდიული პირების სავალუტო ბაზარზე ყველაზე დიდი წილი და ლიდერის პოზიცია მოვიპოვეთ", - ქეთევან კანდელაკი - თიბისის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის უფროსი.