სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზად არის აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა 86,6 ათასი კვადრატული კილომეტრის ფარგლებში აღიაროს, რომელიც მთიანი ყარაბაღის რეგიონსაც მოიცავს.

როგორც ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ გადაწყვეტილების მისაღებად მას სჭირდება, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებების საკითხი ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატში იყოს განხილული.

"ეს 86,6 ათასი კვადრატული კილომეტრი მოიცავს მთიან ყარაბაღს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატში უნდა განიხილებოდეს," - ამბობს ფაშინიანი.

ფაშინიანის თქმით, მათი აზრით, აზერბაიჯანი თავის მხრივ მზადაა, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს 29,800 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში.

"თუ ჩვენ ერთმანეთს ამ საკითხში სწორად გავუგეთ, სომხეთი, რა თქმა უნდა, აღიარებს აზერბაიჯანის 86,600 კვადრატულ კილომეტრის ფარგლებში, იმ გაგებით რომ აზერბაიჯანი აღიარებს სომხეთის 29,800 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში," - ამბობს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

ფაშინიანის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეიქმნას საერთაშორისო გარანტიები პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის სტეფანაკერტსა და ბაქოს შორის, ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებების დაცვისთვის.