2025 წლის 13 მარტის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მორიგი სარჩელი ცენტრის კურსდამთავრებულის მიმართ გრანტის ხელშეკრულების დარღვევაზე მითითებით 12,500 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა საქმეზე მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. საკითხი ეხებოდა აპლიკანტის ნაწილობრივ დისტანციური წესით შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის განხორციელებას, რასაც ცენტრი გრანტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევად მიიჩნევდა და საქმეს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, არსებითი მნიშვნელობა გააჩნია. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
საქმის მასალების თანახმად, აპლიკანტი მონაწილეობას იღებდა სასტიპენდიო კონკურსში: - „საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016-2017“ და „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2016“, რის შედეგადაც გახდა ამ კონკურსის გამარჯვებული. კერძოდ, მიიღო დაფინანსება ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული სამართლის მიმართულების საინფორმაციო ტექნოლოგიების სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, ამავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი 2016-2017 სასწავლო წლის სწავლის პერიოდში ამავე ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით. საქმის მასალებით დგინდება, რომ აპლიკანტმა სწავლა დასრულდა 2017 წლის ივნისის თვის მდგომარეობით, რის შემდეგაც, 23.06.2017 დაბრუნდა საქართველოში და სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს, უდავოა, რომ წარუდგინა აკადემიური მოსწრების ამსახველი დოკუმენტი. აპლიკანტი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2018 წლის ივლისის თვის მდგომარეობით, კვლავ დასაქმდა ერთ-ერთი სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.
ამასთან, დადგენილია, რომ 2018 წლის 6 აგვისტოდან 2021 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, აპლიკანტი ასრულებდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას ეკონომიკური პროფილის ერთ-ერთ სამოქალაქო ორგანიზაციაში. მას შემდეგ, რაც COVID19 გავრცელდა (2020 წლის დასაწყისი) და ცხოვრების სხვადასხვა სფერო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა, დისტანცური სახე მიიღო საქმიანობის განხორციელებებმა, აპლიკანტი ზემოაღნიშნულ ორგანიზაციაში საქმიანობის პარალელურად, ასრულებდა სამართლის მენტორის უფლებამოსილებას სოციალურ საწარმოშიც: „ცოდნის კაფე“ (Knowledge Cafe). ამდენად, აპლიკანტი საქართველოში დაბრუნდა, ცენტრში წარადგინა განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არ შეუწყვეტია შრომითი ურთიერთობა, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. კერძოდ, 2017 წლის 3 ივლისიდან 2018 წლის ივლისის თვის მდგომარეობით ეკავა ერთ-ერთი სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობა, ხოლო 2018 წლის 6 აგვისტოდან 2021 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, ასრულებდა სამართლებრივი მრჩეველის უფლებამოსილებას სამოქალაქო ორგანიზაციაში, დარჩა რა ქვეყანაში 1 წელზე მეტი დროით და სადავო პერიოდში, უწყვეტად დასაქმებული იყო შესაბამის ს ფ ე რ ო შ ი/დაწესებულებაში.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა სარჩელი აღძრა სასამართლოში და ასაბუთებდა, რომ აპლიკანტის მხრიდან დარღვეული იქნა გრანტის ხელშეკრულების პირობა. კერძოდ, აპლიკანტს უფლება არ ჰქონდა საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო და დისტანციური წესით განეხორციელებინა საქმიანობა საქართველოში, როდესაც ხელშეკრულებით, გრანტის მიმღები ვალდებულებას იღებდა სწავლის დასრულების შემდეგ, დაბრუნდეს საქართველოში არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წლით და დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის ს ფ ე რ ო შ ი/დაწესებულებაში. შესაბამისად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა მოითხოვა გრანტის ფარგლებში სწავლის დაფინანსებისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება.
სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა - იმის დასადგენად, აპლიკანტს წარმოეშვა თუ არა ხელშეკრულებით მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულება, მნიშვნელოვანია დადგინდეს შეასრულა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას და საბოლოოდ მიღწეული იქნა თუ არა ის მიზანი, რა მიზნითაც განხორციელდა მოპასუხესთან ხელშეკრულების გაფორმება. სასამართლო ადგენს, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ შედავებული პერიოდის (23.06.2017 წ.-23.06.2020 წ.) ფარგლებში, აპლიკანტი საქართველოში დაბრუნდა, ცენტრში წარადგინა განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არ შეუწყვეტია შრომითი ურთიერთობა, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.
მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ აპლიკანტი სადავო პერიოდში ფიზიკურად არ იმყოფებოდა მუდმივად საქართველოში - აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ 2016 წლის 04 აგვისტოს გრანტის შესახებ ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა პირობას, იყო თუ არა დარღვევა გრანტის მიმღების პერიოდულად საზღვარგარეთ ფიზიკურად ყოფნა და უწყვეტად შრომითი ურთიერთობის განხორციელება შესაბამის სფეროში. 2023 წლის 02 ოქტომბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს ცნობის თანახმად, ნამდვილად დასტურდება 23.06.2017 წ. - 23.06.2020 წ. პერიოდში აპლიკანტის საზღვარგარეთ გასვლისა და საქართველოში შემოსვლის ფაქტები, თუმცა საქმის მასალებით, ასევე დგინდება, რომ აპლიკანტი დაქორწინდა ესტონეთის სახელმწიფოს მოქალაქეზე. ამასთან, 2018 წლის ზაფხულში, აპლიკანტმა მოიპოვა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდია ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე- „საგანმანათლებლო ინოვაციები და ლიდერობა“ - ტალინის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
იმის დასადგენად, აპლიკანტს წარმოეშვა თუ არა ხელშეკრულებით მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულება, მნიშვნელოვანია დადგინდეს შეასრულა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას და საბოლოოდ მიღწეული იქნა თუ არა ის მიზანი, რა მიზნითაც განხორციელდა მოპასუხესთან ხელშეკრულების გაფორმება, რასაც ითვალისწინებს ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების დებულებები. სასამართლო ადგენს, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ შედავებული პერიოდის (23.06.2017 წ.-23.06.2020 წ.) ფარგლებში, აპლიკანტი საქართველოში დაბრუნდა, ცენტრში წარადგინა განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არ შეუწყვეტია შრომითი ურთიერთობა, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.
მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ აპლიკანტი სადავო პერიოდში ფიზიკურად არ იმყოფებოდა მუდმივად საქართველოში - აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ 2016 წლის 04 აგვისტოს გრანტის შესახებ ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა პირობას, იყო თუ არა დარღვევა გრანტის მიმღების პერიოდულად საზღვარგარეთ ფიზიკურად ყოფნა და უწყვეტად შრომითი ურთიერთობის განხორციელება შესაბამის სფეროში. 2023 წლის 02 ოქტომბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს ცნობის თანახმად, ნამდვილად დასტურდება 23.06.2017 წ. - 23.06.2020 წ. პერიოდში აპლიკანტის საზღვარგარეთ გასვლისა და საქართველოში შემოსვლის ფაქტები, თუმცა საქმის მასალებით, ასევე დგინდება, რომ აპლიკანტი დაქორწინდა ესტონეთის სახელმწიფოს მოქალაქეზე. ამასთან, 2018 წლის ზაფხულში, აპლიკანტმა მოიპოვა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდია ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე- „საგანმანათლებლო ინოვაციები და ლიდერობა“ - ტალინის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, სადაც იგი განმარტავს, რომ აპლიკანტი საქართველოშიც და საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდშიც, ჩართული იყო იმგვარ პროფესიულ აქტიურობებში, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების ადვოკატირებასთან, სამართლებრივი განათლების გავრცელებასთან და ცოდნის გაზიარებასთან. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აპლიკანტს არ შეუცვლია პრიორიტეტები, რომელიც შეიძლება აცდენილი ყოფილიყო ტარტუს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გამოყენებასთან. აპლიკანტი არ დარჩენილა საზღვარგარეთ, დაბრუნდა საქართველოში, 1 (ერთი) წელზე მეტი დროით დასაქმებული გახლდათ საჯარო სამსახურში და შემდეგ, კერძო სექტორში. აპლიკანტს, დროის არც ერთ ეტაპზე, არ გამოუყენებია პირადი ინტერესები გრანტის შესახებ ხელშეკრულების პირობებთან მიმართებით. დაოჯახების მიუხედავადაც, საქმიანობა გააგრძელა საქართველოში, ხოლო ტალინის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოპოვებული დაფინანსების მიუხედავად, აიღო ერთი სრული აკადემიური წელი და დროის ამ მონაკვეთში, თავის გამოცდილებას ახმარდა საქართველოსთან დაკავშირებული პროექტების და ინიციატივების განხორციელებას. რაც შეეხება საზღვარგარეთ გასვლის ფაქტებს სადავო პერიოდში - აღნიშნული განპირობებული იყო არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში შექმნილი ცხოვრების განსაკუთრებული მდგომარეობით, რაც განაპირობა კოვიდ19-ის გავრცელებამ და მისგან გამოწვეულმა შედეგებმა.
სასამართლოს მოსაზრებით, იმის მტკიცება, რომ მოპასუხე მხარემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა,- საფუძველს მოკლებულია, ხოლო მიზანი - უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება და ცოდნის გაღრმავება, ასევე ამ ცოდნის სახელმწიფოსათვის მოხმარება, მიღწეულია.
ცნობისთვის: სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა აპლიკანტის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილს მიმართა. აპლიკანტის ინტერესების დაცვაში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ჩაერთო და აპლიკანტის ინტერესები ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინა. საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ განიხილა, პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოსამართლე: ეკატერინე ჯინჭველაშვილმა.