იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არ ჩერდებიან, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

ბანკის მიერ განხორციელებულ, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს შორის გამორჩეულ ადგილს Miami Ad School Europe-ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია იკავებს.

საქართველოს ბანკის ინიციატივით და MASE-სთან თანამშრომლობით, ნიკა გუჯეჯიანის სახელობისსტიპენდია 2019 წელს დაარსდა და უკვე მეექვსე წელია,  კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ქართველ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის ანCopywriting-ის 2-წლიან პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ.

2021 წელს ლიკა კეშელავა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატი გახდა და Miami Ad School Europe-ში სწავლა Art Direction-ის მიმართულებით დაიწყო.

ლიკასთვის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა კვლავ გრძელდება, რადგან ცოტა ხნის წინ მანსტაჟირება კრეატიულ სააგენტო BBDO-ში დაიწყო. თუ როგორი იყო გზა BBDO-ში სტაჟირებამდე, ამისშესახებ ლიკა გვიამბობს.

ახდენილი ოცნება

"მადლობით დავიწყებ: Miami Ad School-ში სწავლა ჩემი ოცნება იყო და იმ დღეს, როცა გავიგე, რომსტიპენდია მოვიგე, ალბათ, ყველაზე ბედნიერი ვიყავი. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მაგარი დღეები წინმელოდა. იმაზე, რომ Miami Ad School ჩვენი სფეროს საუკეთესო სკოლაა, ბევრს არ ვილაპარაკებ. ყველაზე მაგარი მიზანდასახული ადამიანების გაცნობაა. ზოგჯერ მგონია, რომ მათთან ერთადსამყაროს შეცვლაც კი შემიძლია. Like minded world changers — ეს არის საუკეთესო რამ, რასაც იქსწავლის დროს მიიღებ ადამიანი. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ჯილდოებს და მსოფლიოს წამყვანსააგენტოებში Creative Art Director-ის პოზიციაზე ძალების მოსინჯვის შანსს თუ არ ჩავთვლით".

სტაჟირება კრეატიულ სააგენტო BBDO-ში

"სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად იმიტომ მინდოდა BBDO-ში სტაჟირება, რომ ბევრი ჩემიმეგობარიც აქ გადიოდა პრაქტიკას. გამოვარჩევდი ლიზა ღლონტსა და ინა ტაბაჩენკოს — სწორედ ამორ ადამიანთან ერთად ვიმუშავე უკრაინული საბრძოლო დრონის, პერუნის ბრენდინგზე, რომელმაცშემდეგ Ads Of the worlds, New York Times-ის და კიდევ არაერთი საერთაშორისო მედია-გამოცემისყურადღება მიიქცია. რაც შეეხება BBDO-ს: ჯერ მხოლოდ 1 კვირა გავიდა, რაც სტაჟირება დავიწყე, მაგრამ უკვე ძალიან მომწონს. განსაკუთრებით მომწონს პროექტები, რომლებიც ამ სააგენტოშიიქმნება ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიცაა Meta, Puma, Porsche. ასევე, თუ როგორი დიდიყურადღებით ისმენენ ყველა იდეას და მაქსიმალურად გეხმარებიან, შენს შესაძლებლობებსგასაქანი მისცე".

პრაქტიკული გამოცდილება

"BBDO-მდე იყო 3 სტაჟირება: Antoni, Media Monks, Mediaplus (Serviceplan). თითოეული სააგენტოუნიკალური გამოცდილება იყო. ვცდილობდი, სტაჟირებისთვის ერთმანეთისგან განსხვავებულისააგენტოები შემერჩია, რომ უკეთ დავრწმუნებულიყავი, რომელი მიმართულებით მომწონდამუშაობა. BBDO იდეებზე ორიენტირებული სააგენტოა — ძალიან ცოცხალი, აქტიური. საკუთარ თავსასეც მოიხსენიებენ: Big company with a status spirit. დიდი მოლოდინები მაქვს; ვერთვები დიდპროექტებში; ვთავაზობ ახალ იდეებს; ვეხმარები დიზაინის მიმართულებით სხვადასხვადავალებებში და, რა თქმა უნდა, დიდ სიამოვნებას ვიღებ ახალ თანამშრომლებთან ურთიერთობით— აზრების გაცვლით და გაზიარებით".

იდეები და ახალი შესაძლებლობები

"სწორედ ახლა Art Direction-ის მიმართულებით ვორქშოპების შემზადების პროცესში ვარ, ვგეგმავშაბათ-კვირის ვოქრშოპებს. მინდა, Miami Ad School-სა და დიდ სააგენტოებში მიღებულიგამოცდილება გავუზიარო დაინტერესებულ ადამიანებს შესაბამისი ბექგრაუნდით. 3 წელია, დიზაინსვასწავლი. ასევე, წელს სფოთლაითის საიუბილეო ღონისძიებაზეც ვიყავი მიწვეული და ვორქშოპიიქაც ჩავატარე. ძალიან მომწონს ეს პროცესი და მინდა, საქართველოში ბევრ ადამიანს გავუზიაროჩემი დაგროვებული ცოდნა. ჯგუფების დაკომპლექტებისთვის შერჩევით პროცესს მალე დავაანონსებჩემი სოციალური არხების მეშვეობით. ერთი სული მაქვს როდის შევხვდებით და იდეების ბუღსდავაყენებთ!"