თიბისისთვის ბავშვებისა და ახალგაზრდებისგანვითარება, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

თიბისი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვას, კეთილდღეობასა დამომავალი თაობებისთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. სწორედ ამიტომ თიბისიმ, ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით გამართულ ღონისძიებაზე, ხელი მოაწერა ბავშვთა უფლებებისბიზნეს-ვალდებულებას „ინვესტიცია მომავალში“. ხელმოწერით თიბისი ადასტურებს მზადყოფნას, ბავშვთა უფლებები და კეთილდღეობა საკუთარი პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნეს პრაქტიკის მნიშვნელოვან ნაწილად აქციოს.

ღონისძიება, რომელსაც ბიზნესისა და ფინანსურისექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ 20 ნოემბერს, ბავშვთა მსოფლიო დღეს გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), საქართველოს საფონდო ბირჟა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი.

ღონისძიების მიზანი იყო კაპიტალის ბაზრებისა და პასუხისმგებლიანი ბიზნესის მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენა ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის პროცესში. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ახალ პრაქტიკულ რესურსებს, რომლებიც კომპანიებს ბავშვთაუფლებების გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საქმიანობასა დაანგარიშგებაში ინტეგრირებაში დაეხმარება. მათშორის წარმოდგენილი იყო ქართულენოვანი სახელმძღვანელო - „ბავშვთა უფლებების ინტეგრირება კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგებაში საქართველოში“.