საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და LEAF-ის ორგანიზებით, საზღვარგარეთ სწავლის მსურველებისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება.

LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენაორ ლოკაციაზე ჩატარდება:

  • თბილისი - 10 ოქტომბერი, 12:00-17:00, The Biltmore Tbilisi Hotel
  • ბათუმი - 11 ოქტომბერი, 13:00-17:00, Radisson Blu Hotel Batumi

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად შეხვდნენ საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, გაეცნონ საგანმანათლებლო პროგრამებს და მიიღონ ინფორმაცია სწავლისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ როგორც საბაკალავრო, სამაგისტრო, ასევე სადოქტორო საფეხურებზე. ასევე მიიღებენ ინფორმაციას ონლაინ სწავლების, პროფესიული კურსებისა და საგანმანათლებლო ბანაკების შესახებ.

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციაბმულზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ღონისძიებების გვერდებს:

  • განათლების საერთაშორისო გამოფენათბილისში
  • განათლების საერთაშორისო გამოფენა ბათუმში

საქართველოს ბანკი – განათლების მთავარიმხარდამჭერი ბანკი.