საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, უკვე მე-14 წელია აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია Fulbright-ის პროგრამაში და ისწავლონ 100%-იანი დაფინანსებით.
Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადებისმიღება დაიწყო.
- აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ გასაუბრება;
- შერჩეული აპლიკანტებმა უნდა ჩააბარებენ სამი ტიპის ტესტი: TOEFL, GRE, GMAT.
სასტიპენდიო პროგრამის მოთხოვნებისა და განაცხადის შევსების წესების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
ინფორმაციისთვის, Fulbright-ი აშშ-ს მთავრობის მიერდაფინანსებული გლობალური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-შიმათთვის სასურველ მიმართულებასა და უნივერსიტეტშისამაგისტრო საფეხურზე სრული დაფინანსებითისწავლონ.
2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ისპროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარგამარჯვებულს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატიდა მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
2027-2028 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზეაპლიკაციების შევსება 2025 წლის 1 ივლისამდე არისშესაძლებელი. ამისათვის, ეწვიეთ საერთაშორისოგანათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.













