„ბანკები და ფინანსები“ ვებ–გვერდის მკითხველებს შორის ატარებს გამოკითხვას საუკეთესო ხარისხის საწვავის მქონე კომპანიის გამოსავლენად. გამოკითხვა გაგრძელდება 2015 წლის 28 ოქტომბრამდე. კომანიების რიგითობა განისაზღვრა ანბანური თანამიმდევრობით. გამოკითხვაში წარმოდგენილია ბაზარზე არსებული 7 ბრენდული კომპანია. ერთი კომპიუტერიდან ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.
[wpolling id="10" width="" height=""]რომელი კომპანიის საწვავს ანიჭებთ უპირატესობას?
კამპანიის მთავარი უპირატესობა მონაწილეობის მარტივი მექანიკაა - მომხმარებელს გათამაშებაში ჩასართავად ბიზნეს მობილბანკში ან ინტერნეტბანკში მხოლოდ ერთხელ შესვლა სჭირდება. გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ახალ, ისე არსებულ მომხმარებლებს, რომლებსაც 2026 წლის ივნისსა და ივლისში ბიზნეს მობილბანკში ან ინტერნეტბანკში ავტორიზაცია არ გაუვლიათ.გათამაშება 4 შუალედურ და ერთ ფინალურ ეტაპად გაიმართება. ყოველ შუალედურ გათამაშებაზე სამი გამარჯვებული გამოვლინდება და საპრიზო ფონდი 12 500 ლარი იქნება: I ადგილი - 7 000 ლარი, II ადგილი - 3 000 ლარი, III ადგილი - 2 500 ლარი. ოთხი შუალედური გათამაშების ჯამური საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენს.რაც შეეხება ფინალური გათამაშების საპრიზო ფონდს, გამარჯვებულები შემდეგ ფულად პრიზებს მიიღებენ: I ადგილი - 25 000 ლარი, II ადგილი - 15 000 ლარი, III ადგილი - 10 000 ლარი.შუალედური გათამაშებები გაიმართება ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვში, 15:00 საათზე, ხოლო ფინალური გათამაშება - 2027 წლის 4 იანვარს, 15:00 საათზე.აღსანიშნავია, რომ ინდმეწარმედ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ფილიალებშია შესაძლებელი. ბანკი ინდმეწარმედ რეგისტრაციის საფასურს სრულად დააქეშბექებს, რეგისტრირებულ პირებს კი გათამაშებაში ჩართვაც შეეძლებათ.დეტალური პირობების გასაცნობად და გათამაშებაში ჩასართავად, ეწვიეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ან ინტერნეტბანკს.
1785763900
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრს სოფლის განვითარების სააგენტო აწარმოებს. მისი მიზანია ფერმერული მეურნეობებისა და აგრობიზნესის შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის ფორმირება.რეესტრში რეგისტრაცია სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში რეგისტრაცია შესაძლებელია სოფლის განვითარების სააგენტოში, როგორც თბილისში (თბილისი, დევი აბაშიძის 10ა), ასევე რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში მოქმედ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში
1785761345
აღნიშნული ჯილდო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური ინოვაციების განვითარების, ღია ბანკინგის ეკოსისტემის ჩამოყალიბებისა და რეგულირების ლაბორატორიის (Regulatory Sandbox) განვითარების მიმართულებით განხორციელებული ინიციატივების საერთაშორისო აღიარებაა.ბოლო წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქვეყანაში ინოვაციური ფინანსური ეკოსისტემის განვითარების, კონკურენციის გაძლიერებისა და ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ღია ბანკინგის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეგულირების ლაბორატორიას, რომელიც ფინტექ კომპანიებსა და ფინანსურ სექტორში მოქმედ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, რეალურ გარემოში გამოცადონ ინოვაციური პროდუქტები და მომსახურებები, რეგულატორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.საერთაშორისო ჯილდოს შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეროვნული ბანკის მიდგომას, რომლის მიზანია არა მხოლოდ ინოვაციების მხარდაჭერა, არამედ ისეთი პრაქტიკული გადაწყვეტილებების დანერგვა, რომლებიც მომხმარებლებსა და ბაზარს რეალურ სარგებელს მოუტანს. ამ მიდგომის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა ღია ბანკინგისა და რეგულირების ლაბორატორიის მეშვეობით ხელი შეუწყო ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა ციფრული ფინანსური მომსახურებების ხელმისაწვდომობა, გაზარდა კონკურენცია და შექმნა ახალი შესაძლებლობები ფინტექ სექტორისთვის.აღნიშნულ პროცესში განსაკუთრებული წარმატება ჰქონდა ღია ბანკინგის Onboarding API-ს, რომელმაც ფინანსურ ინსტიტუტებს მომხმარებელთა დისტანციური იდენტიფიკაციისა და ანგარიშის გახსნის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმარტივა. ამასთანავე, რეგულირების ლაბორატორიის ფარგლებში წარმატებით განხორციელებულმა პროექტებმა პრაქტიკაში დაადასტურა, რომ ინოვაციური რეგულირების მოდელი ხელს უწყობს როგორც ახალი ბიზნესების განვითარებას, ისე მომხმარებლებისთვის უფრო კონკურენტული და ეფექტიანი ფინანსური სერვისების შექმნას.Global Banking & Finance Awards® საერთაშორისო ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემათ ფინანსური სექტორის წამყვან ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს ინოვაციების, ლიდერობისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის. ჯილდოს მიზანია იმ ინიციატივების აღიარება, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ფინანსური სექტორის განვითარებასა და ტრანსფორმაციაში.აღნიშნული აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ეროვნული ბანკის ძალისხმევას ქვეყნის ფინანსური სექტორის მოდერნიზაციის, ფინანსური ინოვაციების მხარდაჭერისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით.
1785751738
საქართველოს ბანკის ხაზინის უფროსის, კახაბერ დავითაიას შეფასებით, ეროვნული ბანკის ახალი პლატფორმა მომხმარებლებს უკვე დამუშავებულ მონაცემებს სთავაზობს, რაც ინფორმაციის გამოყენებასა და ანალიზს მნიშვნელოვნად ამარტივებს. მისი თქმით, პლატფორმა საშუალებას იძლევა მონაცემები მარტივად იქნეს წარმოდგენილი გრაფიკების სახით, მათ შორის ისტორიულ ჭრილშიც. დავითაია მიიჩნევს, რომ ეს ეკონომიკური მონაცემების ანალიზისთვის მეტად პრაქტიკული და სასარგებლო ინსტრუმენტია. ,,ძალიან საინტერესო და სასარგებლო პლატფორმა არის ნამდვილად - ადრე მსგავს ინფორმაციას ჩვენ ვიღებდით ეროვნული ბანკის სტატისტიკური ინფორმაციის ვებგვერდიდან და გვიწევდა ამ ინფორმაციის დამუშავება. ახლა, ამ ახალ პლატფორმაზე უკვე გამზადებულია დამუშავებული ინფორმაცია და შეგვიძლია გრაფიკების სახით ამოვიღოთ, როგორც ისტორია ასევე სხვადასხვა ჭრილში”, - განაცხადა საქართველოს ხაზინის უფროსმა კახაბერ დავითაიამ.
1785748816
13 საბაზისო სასურსათო პროდუქტთან ერთად, ვებგვერდზე ხელმისაწვდომი გახდა 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ფასებიც, რაც მომხმარებლებს ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის უფრო ფართო სპექტრზე ფასების შედარებისა და საუკეთესო შეთავაზებების მოძიების შესაძლებლობას აძლევს.არასასურსათო პროდუქტების კატეგორია მოიცავს პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულების 10 პროდუქტს, მათ შორის: კბილის პასტას, ხელის თხევად და მყარ საპონს, შამპუნს, ჭურჭლის სარეცხ სითხეს, სუფრის ხელსახოცს და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტებს.3 აგვისტოს, 12:00 საათის მდგომარეობით, პორტალზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტის ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 37.65 ლარს შეადგენს, ხოლო 10 საბაზისო პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტის ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 38.16 ლარია.ამ დროისთვის www.ekalata.gov.ge-ზე 13 უმსხვილესი სავაჭრო ქსელის 477 საუკეთესო შეთავაზებაა წარმოდგენილი.www.ekalata.gov.ge საქართველოს მთავრობის ინიციატივისა და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული მოკლევადიანი სტრატეგიის ფარგლებში შეიქმნა. პლატფორმის მიზანია მომხმარებლისთვის საბაზისო სასურსათო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა, ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა და FMCG სექტორში კონკურენტული გარემოს კიდევ უფრო გაძლიერება.საინფორმაციო პორტალი მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ამოქმედდა. გასული პერიოდის განმავლობაში საბაზისო სასურსათო პროდუქტების ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 15%-ით შემცირდა, ხოლო ვებგვერდით ათასობით მომხმარებელმა ისარგებლა.პორტალზე ინფორმაცია სავაჭრო ქსელების მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე რეგულარულად ახლდება.ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
1785747494
ეკონომისტი მიიჩნევს, რომ მსგავსი პორტალები მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს როგორც პროფესიონალებს, ისე აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, რადგან მონაცემების დამუშავებისა და შემდგომი ანალიზის გაამარტივების შესაძლებლობას იძლევა. მისი შეფასებით, სისტემატიზებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ამცირებს მონაცემების დამუშავებისას შეცდომების რისკს და აუმჯობესებს ანალიტიკური მასალების ხარისხს. ანგურიძის თქმით, რაც უფრო სრულყოფილი იქნება ინფორმაციის მიწოდება, მით უფრო გაიზრდება საზოგადოების ინფორმირებულობა და მომზადებული ანალიტიკური მასალების ხარისხიც. ,,ასეთი ტიპის პორტალები ძალზე მნიშვნელოვანია პროფესიონალებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის. მსგავსი ტიპის დამუშავებული ინფორმაციის მიწოდება საგრძნობლად ამარტივებს უკვე შემდგომ ამ ინფორმაციის კიდევ უფრო მეტად დამუშავებას და დახვეწას. რაც მთავარია, ეს სიახლე მონაცემების დამუშავებისას გამორიცხავს შეცდომებს და ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობის დონეს“, - განაცხადა ეკონომისტმა, ოთარ ანგურიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ფარგლებში შექმნილი ორი ინტერაქტიული ინსტრუმენტი - ეკონომიკური მონაცემების პორტალი და ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში წარადგინა.
1785747040
ნათია ჯანაშიას ქმარი მიხეილ სააკაშვილმა დააპატიმრა და ბიძინა ივანიშვილ...
1785478963
ნათია ჯანაშია ფულს იხდის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების გაშავებისთვის...
1784746016
ნათია ჯანაშიამ აღიარა, რომ ქართული ეკონომიკის წინააღმდეგ ღია საბოტაჟს...
1785307469
ნათია ჯანაშია ოთხჯერ ნასამართლევი არ არის
1784702992
ნათია ჯანაშიას ლონდონური სარჩელის აბსურდი და გასაიდუმლოებული ექსპერტი
1784881531













