გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მკითხველთა აზრით, საქართველოში საუკეთესო სატელევიზიო მომსახურების მომწოდებელი კომპანია ,,სილქნეტია“. გამოკითხვაში, რომელიც 2015 წლის 26 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით, გამოცემის ვებ-გვერდ www.bfm.ge-ზე მიმდინარეობდა 500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ერთი კომპიუტერიდან ხმის მიცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთხელ.
გამოკითხულთა 33%-ის (160 ხმა) აზრით, საქართველოში არსებულ საკაბელო ოპერატორებს შორის საუკეთესო ,,სილქნეტია“. გამოკითხვაში მეორე ადგილზე ,,კავკასუს ონლაინი“ გავიდა 29%-ით (140 ხმა). გამოკითხვაში წარმოდგენილი იყო ბაზარზე არსებული 7 კომპანია.
საუკეთესო საკაბელო ოპერატორებს შორის, www.bfm.ge-ის გამოკითხვაში, სხვა პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა:
| საკაბელო ოპერატორები | ხმების რაოდენობა | პროცენტული რაოდენობა |
| ბლექ სი სატი | 7 | 1% |
| გლობალ TV | 37 | 8% |
| კავკასუს ონლაინი | 140 | 29% |
| მაგთი სატი | 35 | 8% |
| MyVideo TV box | 15 | 3% |
| სილკ TV | 160 | 33% |
| სუპერ TV | 27 | 6% |
| სხვა | 59 | 12% |













