ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის აგვისტოს ბოლოსათვის 76.45 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 836.34 მილიონი ლარით (1.11%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.16% -ით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკიაქვეყნებს. 

სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.83% შეადგინა.  ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 565.93 მლნ ლარით (1.28%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 270.41 მლნ ლარით (0.87%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.99%-ით).



რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის აგვისტოს ბოლოს, ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.20 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.26%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 21.57 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.29%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.45 %-ით მეტი).

2026 წლის აგვისტოს განმავლობაში 1.28%-ით, ანუ 518.80 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აგვისტოს ბოლოსათვის 41.15 მილიარდი ლარი შეადგინა.

2026 წლის  აგვისტოს ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.80% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.10 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.07 პროცენტული პუნქტით).