გამოქვეყნდა საკვები პროდუქტების გლობალურ ბაზარზე ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების რეიტინგი.

გლობალური კვების ბაზარზე შემოსავლების მხრივ ლიდერი ქვეყანა ჩინეთია, რომელმაც $1,4 ტრილიონი გამოიმუშავა.

ინდოეთმა პირველად დაიკავა მეორე ადგილი, მისმა შემოსავალმა 814,29 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, მესამე ადგილი აშშ-მა 799,8 მილიარდი დოლარით დაიკავა.

წარმოგიდგენთ ქვეყნების რეიტინგს შემოსავლების მიხედვით გლობალურ სურსათის ბაზარზე:

ჩინეთი - $1,4 ტრილიონი

ინდოეთი - $814,2 მილიარდი

აშშ – $799,8 მილიარდი

იაპონია - $403,3 მილიარდი

გერმანია - $237,3 მილიარდი

ინდონეზია - $233,4 მილიარდი

რუსეთი - $229,2 მილიარდი

საფრანგეთი - $203,9 მილიარდი

მექსიკა - $201,3 მილიარდი

იტალია - $185,4 მილიარდი