გაზეთ La Stampa-ს ცნობით, იტალიაში საჯარო და კერძო სექტორის მუშაკების 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს.

28 მაისიდან რომში, მილანში, ფლორენციაში, ნეაპოლში, ტურინში, პალერმოში და კიდევ რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები და დემონსტრაციები იმართება. გაფიცვამ გავლენა მოახდინა რკინიგზასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, სკოლებზე, ჯანდაცვის დაწესებულებებზე და სხვა მრავალ სექტორზე. ყველაზე სერიოზული დარღვევები მოსალოდნელია მატარებლის, ავტობუსისა და საჰაერო მიმოსვლაში.

როგორც გაზეთი აღნიშნავს, მომიტინგეები აპროტესტებენ ცხოვრების მაღალ ფასს და სამუშაო ადგილების დაუცველობას. პროფკავშირების მთავარ მოთხოვნებს შორისაა ხელფასის მსყიდველობითი უნარის აღდგენა, პენსიების საკითხების მოგვარება და საგადასახადო რეფორმა, რომელიც საგადასახადო ტვირთს უფრო სამართლიანს გახდის. გარდა ამისა, მომიტინგეები აპროტესტებენ სამხედრო მოქმედებებს ახლო აღმოსავლეთში.