რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ გაყინული რუსული აქტივები დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნეს გამოყენებული. ამის შესახებ ria.ru წერს.

„აშშ-ში ჩვენი გაყინული აქტივებიდან დარჩენილი თანხები, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად იქნეს გამოყენებული“, - აცხადებს ვლადიმერ პუტინი. 

პუტინმა ასევე დასძინა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ასევე აშშ-ში გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესაძლებლობა განიხილეს.