ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე COMEX-ზე ოქროს ერთი უნცია 6.1 დოლარით დაეცა და 3,412.4 დოლარი შეადგინა.
ვერცხლის ფასი 0.13 დოლარით დაეცა და 39.42 დოლარს მიაღწია.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე COMEX-ზე ოქროს ერთი უნცია 6.1 დოლარით დაეცა და 3,412.4 დოლარი შეადგინა.
ვერცხლის ფასი 0.13 დოლარით დაეცა და 39.42 დოლარს მიაღწია.
1756122089
აღსანიშნავია, რომ Best Lawyers-ის აღიარებით ამერიკის ადვოკატების 2%-ზე ნაკლები სარგებლობს, რაც აღნიშნულს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.Kamkhadze PA-ში ანა ქამხაძის პრაქტიკა ძირითადად უკავშირდება O-1 და EB-1 კატეგორიის პეტიციებს, რომელიც განსაკუთრებული უნარებითა და მიღწევებით გამორჩეულ პირებს ეხებათ. მისი საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანების, საიმიგრაციო იურიდიულ წარმომადგენლობას, მათ შორის არიან: მეწარმეები, ხელოვანები, მეცნიერები, განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები, სოციალურ მეცნიერებათა ექსპერტები, სპორტსმენები - ინდივიდები, რომელთა პროფესიონალიზმი გავლენას ახდენს თავიანთი სფეროს განვითარებაზე."ასეთი გამორჩეული ადამიანებისთვის მომავლის უზრუნველყოფაში დახმარება დიდი პატივი და ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ასპექტია. ვამაყობ, რომ ვაგრძელებ მაღალი დონის ინდივიდუალური იურიდიული მომსახურების გაწევასა და საიმიგრაციო იურიდიული დაბრკოლებების გადალახვით ადამიანების ცხოვრების შეცვლას. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული აღიარება მნიშვნელოვანია, უდიდესი ჯილდო მაინც Kamkhadze PA -ს კლიენტების ოცნებების ასრულება და მათი წარმატების ხილვაა", - აღნიშნავს ანა ქამხაძე
1756365408
საქართველოს ნაკრები ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. ქართველი კალათბურთელები C ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქეები ევრობასკეტის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, ასევე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი, კვიპროსი იქნებიან.ალკსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილი გუნდი პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
1756305780
ფესტივალი უმასპინძლებს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალებისა და საინტერესო ადამიანების გამოსვლებს, ვორქშოფებსა და პანელურ განხილვებს. ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები.ფესტივალი დაჯილდოებით დასრულდება, სადაც სხვადასხვა კატეგორიაში რეგიონის გამორჩეული კამპანიები და პროექტები გამოვლინდებიან.AD BLACK SEA-ის დასკვნით დაჯილდოებაზე, თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, მთავარ სცენაზე ნომინაციას Young Creative წარადგენს და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას დააჯილდოებს.წელს პირველად, ფესტივალზე სპეციალურად შერჩეული ადგილობრივი ჟიური, შორთლისტში მოხვედრილ მონაწილეებს, წარდგენილი პრეზენტაციებითა და Q&A სესიების საფუძველზე შეაფასებს და გამოავლენს გამარჯვებულებს. თიბისი, როგორც ნომინაციის წარმდგენი, გამარჯვებულს 10 000 ლარს გადასცემს, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდა შემოქმედს შეეძლება თავისი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს თანხა შემოქმედებითი კარიერის განსავითარებლად.თიბისისთვის შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ედ ბლექ სი აფართოებს შემოქმედებით თვალსაწიერს და ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ახალი ცოდნა, გამოცდილება, შთაგონება და შესაბამისად, მეტი მოტივაციით გააგრძელონ საქმიანობა.ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
1756296135
თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელზე ორიენტირებულობაა, ამიტომ განაწილების გუნდმა, VELI.store-თან ერთად, ზაფხულის ბოლო, ყველაზე ცხელ დღეებში, მომხმარებლებს ყველაზე განსხვავებული და ცხელი შეთავაზება მოუმზადა.
1756293180
მისივე თქმით, დამატებითი ამოსასვლელების მოწყობა მეტროსადგურების განტვირთვასა და მგზავრთა უსაფრთხო, შეუფერხებელ გადაადგილებას ისახავს მიზნად.„დამატებითი ამოსასვლელის მოწყობის შედეგად, გაუმჯობესდება საქვეითო მისაწვდომობა და მეტროსადგურების უახლოესი უბნები მიზიდულობის წერტილებად იქცევა, გახდება უფრო ადვილად მისადგომი. ასევე, გაიზრდება ქვეითთა უსაფრთხოება, მგზავრები მეტროსადგურებში ჩასვლა-ამოსვლას შეძლებენ უფრო სწრაფად და კომფორტულად. მოძრაობის განტვირთვის შედეგად, შემცირდება ნაკადებით გამოწვეული შეფერხება, როგორც მიმდებარე უბნებში, ისე მეტროსადგურების მიმდებარედ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებთან. გარდა ამისა, ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისა და ინკლუზიური ხელმისაწვდომობის მიზნით, გაუმჯობესდება შიდა და გარე წვდომა თბილისის რამდენიმე სადგურზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერის განმარტებით, პროექტის კონცეფცია შექმნილია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, რომლის საფუძველზეც, მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების მოწყობისთვის ამჟამად, დეტალური პროექტის მომზადება მიმდინარეობს.„აღნიშნული მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების მოწყობა პროექტირების ეტაპზეა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შექმნილი კონცეფციის მიხედვით მზადდება. პროექტირება 2026 წლის დასაწყისისთვის დასრულდება, რის შემდეგაც, გამოვაცხადებთ ტენდერს სამშენებლო სამუშაოების დაწყებაზე. აზიის განვითარების ბანკს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის ამ ტიპის სამუშაოების განხორციელება მნიშვნელოვანია.გვახსოვს, პიკის საათებში მგზავრთა რაოდენობიდან გამომდინარე, პრობლემური იყო მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ შესვლა. შემდეგ გარკვეული პროექტი განვახორციელეთ და ამით აღნიშნული პრობლემა მოიხსნა, თუმცა მაშინვე დავაანონსეთ, რომ ახალი ჩამსვლელ-ამომსვლელების მოწყობის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნებოდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1756287126
8-წლიანი პაუზის შემდეგ, როდესაც Empire of the Sun-მა ახალი ალბომი, Ask That God დააანონსა, ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ გადაწყვიტა ბენდმა ახალი სიცოცხლის დაწყება ახლა და ამ ფორმით. ამის საპასუხოდ ჯგუფის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მთავარმა ვოკალისტმა, ლუკ სთილმა თქვა, რომ მთელი ეს სიჩუმის წლები რეალურად ახალი ეტაპისთვის პასიურად მომზადების პროცესი იყო და არა უბრალოდ პაუზა: “ჩვენ ერთად 20 წელზე მეტი ვიმუშავეთ და ავაგეთ ეს კოშკი, რასაც Empire of the Sun ჰქვია.. შემდეგ კი მივხვდით, რომ დასვენების დრო იყო.. ეს ოცნებებზე უარის თქმას ჰგავდა, მაგრამ მაშინ ამის გაკეთება აუცილებელი იყო, რათა მოგვიანებით მივბრუნებულიყავით და გვენახა, თუ რატომ გვიყვარდა ეს ყველაფერი ასე ძალიან.” იმის გასაგებად კი, თუ როგორ აშენდა კოშკი თუ იმპერია, რომელიც წლების წინ მილიონობით ადამიანის თავშესაფარი გახდა, ისტორიის საწყის ფურცლებს უნდა მივუბრუნდეთ.Empire of the Sun ავსტრალიური მუსიკალური პროექტია, რომელიც Luke Steele-სა და Nick Littlemore-ის შემოქმედებით ხედვებს აერთიანებს. Luke Steele ასევე წლების განმავლობაში როკ ბენდის, The Sleepy Jackson-ის სოლისტი იყო, ხოლო Nick Littlemore-ს ყველასთვის კარგად ცნობილი ტრიოდან — Pnau — ვიცნობთ. მათი მუსიკალური ხედვები პირველად 2007 წელს გადაიკვეთა, როდესაც Luke Steele-მ მეგობართან ერთად Pnau-ს კომპოზიციაზე With You Forever იმუშავა. ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ის შემოქმედებითი სინერგია, რაც ორ მუსიკოსს აღმოაჩნდა, უფრო ხანგრძლივ და საინტერესო თანამშრომლობაში გადაზრდილიყო. “ამბობენ, რომ ჩვენი ბენდი დევიდ ბოუის გავლენის გარეშე ვერ იარსებებდა, მაგრამ ეს ასე არ არის.. თუ არ იქნებოდა ბოუი, იქნებოდა ვინმე სხვა, ვისგანაც შთაგონებას მივიღებდით, რადგან ჩვენ ყველაფერში ვეძებთ ინსპირაციის წყაროს” - როგორც ამბობენ, ბოუის სტილის გარდა, კოლაბორაციის საწყის ეტაპზე Empire of the Sun-ის წევრები Phoenix და Daft Punk-ის გავლენასაც განიცდიდნენ, რის გამოც მათ მუსიკაში თანაბარი სიხშირით ვხვდებით ელექტრონული მუსიკის, სინთ პოპის და ელექტრო როკის ელემენტებს.თავდაპირველად პროექტში აქტიურად იყო ჩართული PNAU-ს კიდევ ერთი წევრი Peter Mayes, მაგრამ ქაოსური სამუშაო გარემოს დამსახურებით, მან სტუდიურ საქმიანობაში თავისი წვლილის შეტანა ვერ შეძლო. 2007 წელს, Steele და Littlemore ინტენსიურად მუშაობდნენ სადებიუტო სტუდიურ ალბომზე, რომელმაც დღის სინათლე მალევე იხილა. Walking on a Dream - ასე ერქვა დუეტის პირველ ალბომს, სადაც ისეთ კომპოზიციებს ვხვდებით, როგორებიცაა We Are the People, Without You და რა თქმა უნდა, Walking on a Dream.ეს ალბომი მაშინვე იქცა ჰიტად, რასაც ხელი შეუწყო არა მარტო იმ პერიოდისთვის ძალიან აქტუალურმა ჟღერადობამ (ელექტროპოპი, ალტერნატიული როკი), არამედ იმ თეატრალურმა და ვიზუალურად მრავლისმთქმელმა განაცხადმა, რომელიც ბენდს ჰქონდა. Littlemore ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ბგერითი თუ ვიზუალური სტილის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის მესიჯი, რომელიც მუსიკამ უნდა იტვირთოს: “მუსიკის შექმნისას ჩვენ ყოველთვის გვაქვს განზრახვა, რომ მასში იყოს იმედის ნაპერწაკლი, სინათლის სხივი, რომელიც ადამიანებს დაეხმარება”უცნაურია, მაგრამ წარმოუდგენლად იღბლიანი დასაწყისის მიუხედავად, ბენდს ძალიან გაუჭირდა სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ძირითადად Nick Littlemore-ს დამსახურება იყო. ის თვლიდა, რომ როდესაც მუსიკა აუდიტორიამდე მიაღწევს, ის უკვე ავტორს აღარ ეკუთვნის. შესაბამისად, მას ბენდთან ერთად საკუთარი კომპოზიციების შესრულების დიდი მოტივაცია არ ჰქონდა. ამის გამო ავსტრალიურ მედიასთან ინტერვიუში Luke Steele აღნიშნავდა, რომ კოლეგამ ის “ბავშვთან ერთად მარტო დატოვა”.სანამ Littlemore თავის იდეებს ელტონ ჯონთან და Cirque du Soleil-თან ერთად ავითარებდა, Luke Steele-მა ბენდთან ერთად სხვადასხვა საკონცერტო სივრცეებსა თუ ფესტივალებზე გამოჩენა დაიწყო. ასე გაგრძელდა 2011 წლამდე, სანამ Empire of the Sun-მა არ დააანონსა, რომ დუეტი მზად იყო ახალი სტუდიური გამოწვევებისთვის, რომელიც შესაძლოა დიდი ტურნეშიც კი გადაზრდილიყო.ამ ანონსის საუნდტრეკი გამოდგა კომპოზიცია Alive, რომელიც Walking on a Dream-ის ფანებისთვის ძალიან დიდი საჩუქარი გამოდგა, რადგან ფაქტი იყო, რომ ბენდმა არ მიატოვა ის მუსიკალური იდენტობა, რითაც მან აუდიტორიას შეაყვარა თავი. ჯგუფის წევრები აღნიშნავდნენ, რომ მსმენელის მხრიდან წამოსული ემოცია მათ საშუალებას არ აძლევდა Empire of the Sun-ის მთავარი მისია დაევიწყებინათ:“როდესაც ადამიანებისგან ისმენ ისტორიებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის შენი მუსიკა, მაშინ გრძნობ თუ რატომ არის განსაკუთრებული ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ”საბოლოოდ, 2013 წელს ვიხილეთ ალბომი Ice on the Dune, რომელიც ბენდისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ჟღერადობის გარდა, დიდ აქცენტს აკეთებდა დისკოსა და გლემ-როკის ესთეტიკაზეც. NME-თან ინტერვიუში მაშინ Luke Steele-მა ალბომი Daft Punk-ის ჩანაწერს Random Access Memories-საც კი შეადარა: “მათ უკეთესი მარკეტინგული კამპანია აქვთ, ჩვენ კი უკეთესი სიმღერები”.აღსანიშნავია, რომ ბევრი საინტერესო კომპოზიციის მიუხედავად, Alive-მ ალბომის სხვა ყველა ელემენტი დაჩრდილა, ის გაჟღერდა სხვადასხვა ვიდეო თამაშებში, სარეკლამო ვიდეოებში, ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში. ამის შემდეგ მათ არ დააყოვნეს და 2016 წელს კიდევ ერთი ალბომი Two Wines გამოაქვეყნეს, სადაც უკვე სხვადასხვა მუსიკოსთან კოლაბორაციასაც ვხვდებით: “წლების განმავლობაში ლუკიც და მეც სხვადასხვა მუსიკოსებთან ვმუშაობდით, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო. ამან მოგვცა საშუალება, რომ ჩვენს სივრცეში უცხო ადამიანები მოგვეწვია და ჩაგვერთო იმ საკრალურ პროცესში, რასაც მუსიკის წერა ჰქვია”ალბომის ერთ-ერთი კომპოზიცია High And Low კომპიუტერული თამაშის, FIFA 17-ის საუნდტრეკი გახდა და მილიონობით ადამიანის ოთახებამდე მიაღწია. ამან ბენდს საშუალება მისცა, ახალი თაობისთვისაც აქტუალური გამხდარიყო და მათთვისაც შეეთავაზებინა საკუთარი მუსიკალური ხედვა.აღსანიშნავია, რომ კონცერტი პროექტ „Starring Georgia-ს“ ფარგლებში ტარდება, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია ქართველი ახალგაზრდებისთვის საყვარელი შემსრულებლების კონცერტებზე დასწრების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარება და საქართველოს პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე.
1756282020
საქართველო-თურქეთს 7.6 კმ-ის გვირაბით დაუკავშირდება - მშენებლობის ზედა...
1755860940
„თეგეტა მოტორსში“ შეძენილ ავტონაწილებზე უპრეცედენტო საგარანტიო პირობებ...
1755240900
მაკრონი: უკრაინას შეუძლია ტერიტორიები აღიაროს დაკარგულად ან გაყინულად....
1755519771
ქვეყნის ეკონომიკაც იზრდება და უმუშევრობაც - რა არის უცნაური სტატისტიკი...
1755766592
"რეზერვების ზრდის მაღალი დინამიკა აჩვენებს თუ რამდენად ტენდენციური და...
1756127743