ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული ლატარიის, Powerball-ის 1.8 მილიარდი დოლარის ჯეკპოტი შობის ღამეს (25 დეკემბერი) გათამაშდა.

ამის შესახებ გათამაშების ვებსაიტზე გახდა ცნობილი.

გამარჯვებული, არკანზასის მკვიდრი, ჯერ არ გამოუცხადებიათ. გადასახადების გადახდის შემდეგ, პრიზი, სავარაუდოდ, თითქმის 835 მილიონი დოლარი იქნება.

კიდევ რვა ადამიანმა მოიგო 1 მილიონი დოლარის ოდენობის "ნუგეშისმცემელი" პრიზი.

ისტორიაში Powerball-ის ყველაზე დიდი ჯეკპოტი, 2.04 მილიარდი დოლარი, 2022 წლის 7 ნოემბერს გათამაშდა. გამარჯვებული კალიფორნიის მკვიდრი ედვინ კასტრო იყო, რომელმაც გადასახადების გადახდის შემდეგ 1 მილიარდ დოლარზე ოდნავ ნაკლები მიიღო.