საქართველოს საავტომობილო ბაზარზე ტენდენციები მუდმივად იცვლება, თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩება — ქართველი მძღოლების განსაკუთრებული სიყვარული მაღალი გამავლობის ავტომობილების მიმართ. თუ ადრე დიდი გაბარიტების მანქანა მხოლოდ რთული რელიეფისთვის იყო განკუთვნილი, დღეს ის კომფორტის, უსაფრთხოებისა და სტატუსის სიმბოლოდ იქცა.
ავტოინდუსტრიის განვითარებამ განაპირობა ის, რომ ჯიპები დღეს ქალაქის ქუჩებშიც ისეთივე აქტუალური და პრაქტიკულია, როგორც ქალაქგარეთ მოგზაურობისას. თბილისის გადატვირთულ მოძრაობაში თუ რეგიონებში გადაადგილებისას, მძღოლები უპირატესობას ანიჭებენ მაღალ ხედვას, გამძლე სავალი ნაწილის სისტემას და იმ უსაფრთხოების განცდას, რაც მაღალი გამავლობის ავტომობილს ახლავს თან.
რას სთავაზობს იმოტორსი მომხმარებელს?
დღეს მომხმარებელი აღარ დგას რთული არჩევანის წინაშე — იყოს მანქანა გამძლე თუ კომფორტული. E-Motors Georgia, რომელიც ქართულ ბაზარზე ისეთ ბრენდებს წარმოადგენს, როგორიცაა Hongqi, Jetour და Forthing, მომხმარებელს სთავაზობს მოდელებს, რომლებიც იდეალურად ერგება ქართულ რეალობას.
მათთვის, ვისთვისაც სტატუსი და უკომპრომისო კომფორტი პრიორიტეტულია, E-Motors Georgia-ს შოურუმში წარმოდგენილია Hongqi HS7. ეს არის პრემიუმ კლასის 7-ადგილიანი SUV, რომელიც აღჭურვილია 3.0 ლიტრიანი ძრავით, პნევმატური დაკიდების სისტემითა და ოთხივე წამყვანი თვლით. მოდელი ამტკიცებს, რომ საოჯახო ავტომობილი შეიძლება იყოს მდიდრულიც და სპორტულიც.
ხოლო მათთვის, ვისთვისაც ავტომობილი თავგადასავლების განუყოფელი ნაწილია, საქართველოს ბაზარზე უკვე გამოჩნდა Jetour T1. ეს არის მოდელი, რომელმაც თავისი პრაქტიკული და შთამბეჭდავი ვიზუალით პრესტიჟული გერმანული ჯილდო, Red Dot Award მოიპოვა.
Jetour T1 იდეალური არჩევანია აქტიური ცხოვრების მოყვარულთათვის. მისი 2.0 T-GDI ძრავა 254 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც სრულიად საკმარისია როგორც ტრასაზე სწრაფი სვლისთვის, ისე რთული აღმართების დასაძლევად. ავტომობილი აღჭურვილია BorgWarner-ის ჭკვიანი სისტემით და მართვის 7 სხვადასხვა რეჟიმით (მათ შორის თოვლის, ტალახისა და კლდოვანი რელიეფისთვის).
მიუხედავად მისი ოფროუდ შესაძლებლობებისა, T1-ის ზომები იმდენად კომპაქტური და გათვლილია, რომ ქალაქში პარკირება და მანევრირება დისკომფორტს არ შეგიქმნით. სალონი კი სრულად ციფრულია — 15,6 დუიმიანი ეკრანით, Apple CarPlay-სა და Android Auto-ს მხარდაჭერით, რაც მგზავრობას მაქსიმალურად სასიამოვნოს ხდის.
სად შეიძლება ამ მოდელების ნახვა?
როდესაც საქმე ეხება ავტომობილის შერჩევას, რომელიც წლების განმავლობაში უნდა გემსახუროთ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნიკური მონაცემები, არამედ გარანტია. მაგალითად, Jetour-ის შემთხვევაში მწარმოებლის ოფიციალური გარანტია 5 წელს ან 150 000 კილომეტრს შეადგენს.
თუ გსურთ თავად დარწმუნდეთ ამ ავტომობილების უპირატესობებში, ეწვიეთ E-Motors Georgia-ს შოურუმს განახლებულ მისამართზე — ა. ბელიაშვილის #131-ში, ან დაჯავშნეთ ტესტდრაივი და გამოცადეთ თქვენთვის სასურველი მოდელი პრაქტიკაში.












