სომხეთმა რუსეთის ვისკის იმპორტიორთა სიაში ესპანეთი ჩაანაცვლა

სომხეთმა რუსეთში ვისკის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა - ესპანეთი, რეიტინგში უკან მოიტოვა და 5,6 მილიონი დოლარის მიწოდებით მეხუთე ადგილზე ავიდა.

ამის შესახებ უცხოური მედია სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

რუსეთის ფედერაციაში ვისკის მომწოდებლების პირველ ადგილზე რჩება ლატვია - $190,6 მილიონით. მიწოდება წელიწადში ექვსჯერ გაიზარდა. ლიეტუვა მეორე ადგილზეა ვისკის იმპორტიორთა სიაში - $28,9 მილიონი.

ათეულში პირველად ჩინეთი შევიდა - $2 მილიონი.