ლატვიის გავლით რუსული მარცვლეულის ტრანზიტი 2026 წლის პირველ ცხრა თვეში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.3-ჯერ გაიზარდა. ინფორმაციას „დელფი“ ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის (VID) მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთიდან ლატვიის გავლით 689 995 ტონა მარცვლეული გადაიტანეს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 303 306 ტონა.

ამასთან, ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ბელარუსიდან ლატვიის გავლით მარცვლეულის ტრანზიტის მოცულობაც რამდენჯერმე გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში ბელარუსიდან ლატვიის გავლით 131 417 ტონა მარცვლეული გადაიტანეს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 60.8 ტონა.

VID-ს განცხადებით, ევროკავშირისა და ლატვიის კანონმდებლობა მარცვლეულის ტრანზიტს არ კრძალავს, თუმცა ამ პროდუქციის ლატვიაში იმპორტი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების მიზნით აკრძალულია და საბაჟო სამსახური აკრძალვის დაცვას მკაცრად აკონტროლებს.

ამასთან, ევროკავშირის კანონმდებლობა კრძალავს უკრაინის მთავრობის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან წარმოშობილი ნებისმიერი საქონლის იმპორტს. შეზღუდვები ვრცელდება იმპორტის ყველა პროცედურაზე, მათ შორის ტრანზიტზეც.

1tv.ge