CoinMarketCap-ის მონაცემებით, ბიტკოინმა, ხუთშაბათს, 14 აგვისტოს, ისტორიული მაქსიმუმი განაახლა და ერთ მონეტაზე 124 210 დოლარზე მეტს მიაღწია. ზრდის მიზეზად ინვესტორების მხრიდან რისკიან აქტივებში კაპიტალის ჩადების გაზრდაა დასახელებული.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ოთხშაბათ საღამოს, 13 აგვისტოს, ნიუ-იორკში, პირველი კრიპტოვალუტა 123 500 დოლარის ნიშნულს გადააჭარბა, რაც 14 ივლისს დაფიქსირებულ წინა რეკორდს აღემატება.

ანალიტიკოსები ზრდას აშშ-ში უფრო ხელსაყრელ საკანონმდებლო პოლიტიკას უკავშირებენ.