აზერბაიჯანის ნომინალური მშპ 2025 წელს 129.1 მილიარდ მანათს შეადგენდა, რეალური ეკონომიკური ზრდა 2024 წელთან შედარებით 1.4%-ითაა შეფასებულია.

ამის შესახებ Report.az იტყობინება სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტზე დაყრდნობით.

ინფორმაციის თანახმად, ნავთობისა და გაზის სექტორში კლება 2025 წელს 1.6%-ს შეადგენდა, ხოლო არასანავთობო და გაზის სექტორში ზრდა 2.7%-ით არის შეფასებული.

მშპ-ის სტრუქტურაში 33% მრეწველობაზე მოდიოდა, 11.3% ვაჭრობასა და ავტომობილების შეკეთებაზე, 7.1% ტრანსპორტსა და საწყობებზე, 6.5% მშენებლობაზე, 5.9% სოფლის მეურნეობაზე, სატყეო მეურნეობასა და თევზჭერაზე, 2.8% ტურისტულ განთავსებასა და კვებაზე, 2.1% ინფორმაციასა და კომუნიკაციებზე და 21.7% სხვა სექტორებზე. გადასახადები 9.6%-ს შეადგენდა.

2025 წლის ბოლოსთვის ერთ სულ მოსახლეზე მშპ 12,602 მანათი იყო.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის მშპ-ს ზრდამ 2024 წელს 4.1% შეადგინა.