თბილისის ტრამვაი, 1904-2012 წლები – 200 უნიკალური ფოტო პირადი არქივებიდან






































































































































































































წყარო. tramvai.ge
აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი აირის ექსპორტის ღირებულება 3,7%-ით შემცირდა და 6 448,7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.შედარებისთვის, 2025 წლის შესაბამის ცხრა თვეში აზერბაიჯანმა 18 527,8 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაიტანა ექსპორტზე, რომლის ღირებულებაც 6 698,6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.
1792402294
ნიდერლანდების TTF ჰაბზე ფიუჩერსების ფასმა 0,7%-ით მოიმატა და მეგავატ-საათზე 88,12 ევრო შეადგინა, რაც 2022 წლის დეკემბრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.ევროპის მიწისქვეშა გაზსაცავები ამჟამად 74%-ზე ოდნავ მეტადაა შევსებული, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბოლო ხუთი წლის სეზონურ საშუალო მაჩვენებელს — 89%-ს. Bloomberg Intelligence-ის მონაცემებით, აზიასთან გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) გამო კონკურენციის გამძაფრებამ და ზამთრის პერიოდში გაზრდილმა მოთხოვნამ შესაძლოა ბუნებრივი აირის ფასი მეგავატ-საათზე 102 ევრომდე აიყვანოს.
1792401567
ნასიროვის თქმით, „გაზპრომთან“ თანამშრომლობა გაზის ინდუსტრიაში ურთიერთქმედების უნიკალური მაგალითია: SOCAR-ი თავდაპირველად რუსულ გაზს ყიდულობდა, შემდეგ თავად აწვდიდა გაზს რუსულ კომპანიას, ახლა კი კვლავ მყიდველის როლში გამოსვლას აპირებს.„შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ისეთ გიგანტთან თანამშრომლობა, როგორიც „გაზპრომია“, შესანიშნავი მაგალითია. SOCAR, სავარაუდოდ, ერთადერთი კომპანიაა მსოფლიოში, რომელმაც „გაზპრომისგან“ გაზი შეიძინა, შემდეგ თავად მიაწოდა მას გაზი, ახლა კი კვლავ შესყიდვას გეგმავს“, — აღნიშნა ნასიროვმა.მან ხაზი გაუსვა, რომ გაზის ყიდვა-გაყიდვა, ისევე როგორც სეზონური გაცვლითი ოპერაციები, მსგავსი კომპანიების საქმიანობაში სტანდარტულ პრაქტიკას წარმოადგენს.თუმცა, პოტენციური მიწოდების კონკრეტული მოცულობები და ვადები ჯერ განსაზღვრული არ არის. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა მოცულობის შესყიდვები იგეგმება, ნასიროვმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმები არ არსებობს.„გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმაც დაადასტურა, რომ რუსული კომპანიისთვის ცნობილია აზერბაიჯანული მხარის განზრახვა — განაახლოს გაზის შესყიდვა.„დიახ, ჩვენ ინფორმირებულები ვართ“, — განუცხადა მილერმა ჟურნალისტებს ფორუმ „რუსეთის ენერგეტიკული კვირეულის“ მიმდინარეობისას.რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა გაზის სექტორში უკვე რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში ორივე ქვეყანა ბუნებრივი აირის როგორც მყიდველის, ისე მიმწოდებლის როლში გამოდიოდა. ამ ურთიერთქმედების ერთ-ერთ მექანიზმად კვლავ რჩება გაზის სეზონური გაცვლითი ოპერაციები.
1792401427
ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრას დაესწრო, რომელსაც 110 ქვეყნის წარმომადგენელი და 400-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა „ნდობა ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში ინკლუზიურობისა და მდგრადობის გაძლიერება მინერალური რესურსების ღირებულებათა ჯაჭვებში“ იყო."შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მინერალური რესურსების მართვის ეფექტიანი მექანიზმების განვითარებაზე, კრიტიკული მინერალების ეროვნული სტრატეგიების შემუშავებაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ასევე საუბარი შეეხო ადგილობრივი მოსახლეობისთვის სარგებლის სამართლიან განაწილებასა და სამთო-მოპოვებითი სექტორის მდგრად განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას, სამთო-მოპოვებით სექტორში გამჭვირვალობის უზრუნველყოფას,ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობასა და კრიტიკული მინერალების მიწოდების ჯაჭვების მდგრადობის გაძლიერების მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას.ღონისძიების ფარგლებში ოფიციალურად გაიხსნა სამთო მრეწველობის, მინერალების, ლითონებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე სამთავრობათაშორისო ფორუმის სამთო აკადემია (IGF Mining Academy), რომლის მიზანია უზრუნველყოს მინერალური რესურსების პასუხისმგებლიანი მართვის მიმართულებით ცოდნის გაზიარება და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.შეხვედრაში მონაწილეობდნენ წევრი და დამკვირვებლის სტატუსით წარმოდგენილი ქვეყნების სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც ხაზი გაუსვეს საერთაშორისო თანამშრომლობის, გამჭვირვალობის, მინერალური რესურსების ადგილობრივი გადამუშავებისა და ეკონომიკური დივერსიფიკაციის მნიშვნელობას სამთო-მოპოვებითი სექტორის მდგრადი განვითარებისთვის",-აღნიშნულია ინფორმაციაში.
1792400102
გამოცემაში ქვეყნდება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების, ისე გარე ავტორების მიერ მომზადებული სტატიები, კერძოდ: გეოპოლიტიკური შოკების გადაცემის ფინანსური და რეალური არხები: გლობალური ტენდენციები და საქართველოს შემთხვევა მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებაზე წვდომის შეზღუდვა: თეორიული საფუძვლები, გაზომვა და სახელმწიფო ინტერვენციის იერარქია საკრედიტო დერივატივები და სექიურიტიზაცია: სტრუქტურირებული ფინანსების ინსტრუმენტები, როგორც დაფინანსების ალტერნატიული არხი საქართველოსთვის სტაბილური ვირტუალური აქტივის მიმართ ნდობის ფორმირების ფაქტორები საქართველოში: ემპირიული კვლევის შედეგები სტატისტიკის წარმოების ინტეგრირებული მოდელი ცენტრალურ ბანკში: საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილება სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „მონეტარული ეკონომიკა“ წარმოადგენს აკადემიურ რესურსს მონეტარული პოლიტიკით, საბანკო და, ზოგადად, ფინანსური სექტორით, ფინანსური ტექნოლოგიებითა და კაპიტალის ბაზრების განვითარებით დაინტერესებული მკითხველისთვის, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის. ჟურნალი ქმნის პლატფორმას პროფესიული, სიღრმისეული და არგუმენტირებული დიალოგისთვის.ეროვნული ბანკის პირველი ანალიტიკური ჟურნალი - „ბანკი“ - დაახლოებით 25 წლის წინ დაარსდა. მოგვიანებით გამოიცემოდა ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე“. ამჯერად ჟურნალი განახლებული ფორმატით გამოდის, ქართულ და ინგლისურ ენებზე, სახელწოდებით „მონეტარული ეკონომიკა“.ჟურნალის მომდევნო ნომრისთვის რედაქცია გარე ავტორებისგან სტატიებს მიიღებს ელექტრონულ მისამართზე - monetaryeconomics@nbg.gov.ge.
1792397558
თიბისიში, ემიგრანტებს, შემდეგი საბანკო პროდუქტებით შეუძლიათ სარგებლობა:• დისტანციური საბანკო მომსახურება - ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ, თიბისის მომხმარებლები, დამატებითი დოკუმენტაციის გარეშე, 30 წამში, ინტერნეტ ან მობაილბანკის საშუალებით გახდნენ და ისარგებლონ ყველა არსებული პროდუქტითა და მომსახურებით. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ვიდეობანკის სერვისით სარგებლობა და რეგისტრაციის პროცესში, თიბისის წარმომადგენლის მხრიდან დახმარება;• უფასო თიბისი ბარათი - ციფრული ბარათის აღება ინტერნეტ და მობაილბანკიდან, სრულიად უფასოდ, ზუსტად 30 წამშია შესაძლებელი. ბარათით შესაძლებელია ნებისმიერ POS ტერმინალზე, ასევე ონლაინ პლატფორმებზე გადახდა, უფასო გადარიცხვები ქართულ ბანკებში, კონვერტაცია სპეციალური კურსით. ასევე, კომუნალური გადახდები და გზავნილის ანგარიშზე გადარიცხვა;• ანაბრები - ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გახსნან ანაბარი და სარგებლის დარიცხვისას, ისარგებლონ მაღალი საპროცენტო განაკვეთით;• იპოთეკური სესხი - ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ იპოთეკური სესხით უძრავი ქონების შესაძენად, სახლის ასაშენებლად, ან გასარემონტებლად;• ფულადი გზავნილები - ფულადი გზავნილების მიღება, გაგზავნა და განაღდება შესაძლებელია დისტანციურად, თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკიდან, სპეციალურო პირობებით. განაღდებული გზავნილი მომენტალურად აისახება საბარათე ანგარიშზე. ასევე, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკში შესაძლებელია გზავნილების ნაწილობრივ კონვერტაცია, რისთვისაც საქართველოში, საუკეთესო კურსით სარგებლობაა შესაძლებელი;• მომენტალური გადარიცხვები უცხოური ბარათებიდან - ემიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ, უცხოური ბანკების VISA და Mastercard ბარათებიდან თანხა თიბისის ანგარიშზე 24/7 რეჟიმში, მომენტალურად გადმოიტანონ, მარტივად და სრულად დისტანციურად.,,ჩვენი მიზანია, ემიგრანტებისთვის, საბანკო მომსახურება მაქსიმალურად მარტივი, ხელმისაწვდომი და კომფორტული გავხადოთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, ყოველდღიურად აქვთ ფინანსური სერვისებით სარგებლობის საჭიროება. სწორედ ამიტომ, ვქმნით და ვავითარებთ ისეთ პროდუქტებსა და მომსახურებას, რომლებიც მათ შესაძლებლობას აძლევს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სრულფასოვნად მართონ საკუთარი ფინანსები, ისარგებლონ საბანკო პროდუქტებით და ყველა საჭირო მომსახურება დისტანციურად მიიღონ. გვინდა, უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა ბანკთან ურთიერთობა დამატებითი ბარიერების გარეშე შეძლონ და თავი საქართველოსთან კიდევ უფრო ახლოს იგრძნონ”, - გიორგი ხომასურიძე, თიბისის ემიგრანტების სეგმენტის მიმართულების ხელმძღვანელი.სპეციალურად ემიგრანტებისთვის შექმნილი პროდუქტების და მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://tbcbank.ge/ka/emigrants
1792396651
ნათია ჯანაშიას სასახლე ჯერ გაუყიდია - ვინ გადაუხდის 20 მილიონზე მეტს?
1791892773
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრ...
1791534600
ნათია ჯანაშია განაგრძობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას - არანაირი სა...
1792048055
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებ...
1791465660
საქართველოს ბანკის Wealth Management-ის მიმართულება და Visa წარმოგიდგე...
1792156126