ნოემბრის შუა რიცხვებიდან ყველა მხოლოდ ერთ თარიღზე საუბრობს. შავი პარასკევი წლის მთავარი შოპინგ-მოვლენაა, რომელსაც ბევრი ჩვენგანი თვეობით ელოდება. და ეს არცაა გასაკვირი - ეს ის პერიოდია, როცა პრემიუმ ხარისხის მიღება მართლაც შთამბეჭდავი ფასდაკლებით არის შესაძლებელი.
შავი პარასკევი საუკეთესო დროა გარდერობის ფუნდამენტური განახლებისთვის. შავი პარასკევი 2025 Dressup.ge-ზე განსაკუთრებული შემოთავაზებებით გამოირჩევა - ფასდაკლებები შეეხება ყველაფერს, რაც კი წარმოგიდენია.
მაგრამ რა ვიყიდოთ? როცა ფასდაკლება თითქმის მთელ კოლექციას ეხება, არჩევანის გაკეთება რთულია. ჩვენი რჩევაა, ეს დღე გამოიყენო არა იმისთვის, რომ ბევრი იყიდო, არამედ იმისთვის, რომ შეიძინო საუკეთესო.
გთავაზობთ 5 კატეგორიას, სადაც შავი პარასკევის ფასდაკლება ყველაზე დიდ ფინანსურ შეღავათს მოგცემს:
1. ზამთრის ქურთუკი: წლის მთავარი შენაძენი
დაგვეთანხმებით, ხარისხიანი ზამთრის ქურთუკი საკმაოდ სოლიდურ თანხებთან ასოცირდება. სწორედ ამიტომ, შავი პარასკევი იდეალური მომენტია Tommy Hilfiger-ის, Calvin Klein-ის ან Selected-ის კოლექციებიდან თბილი ქურთუკის შესარჩევად. ასევე, აუცილებლად დაათვალიერე ონლაინ ექსკლუზივები: Jack Wolfskin, Desigual, Y.A.S, VILA და Pieces. ახლა შეგიძლია ის მოდელი, რომელსაც მთელი სეზონი თვალს ადევნებდი, ბევრად უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინო.
2. Levi’s-ის ჯინსი: უკვდავი კლასიკა ფასდაკლებით
არის ნივთები, რომლებიც მოდიდან არასდროს გადადის და Levi’s-ის ჯინსი სწორედ ასეთია. შავი პარასკევი გაძლევს შანსს, გარდერობს შემატო ლეგენდარული მოდელი, რომელიც წლების განმავლობაში შეინარჩუნებს ფორმასა და ფერს. ნაცვლად იმისა, რომ სეზონურად ცვალო დაბალხარისხიანი შარვლები, გამოიყენე ეს დღე და შეიძინე ხარისხანი ჯინსი, რომელიც დიდხანს გაგყვება.
3. პრემიუმ ხარისხის ფეხსაცმელი, რომელიც დიდხანს გემსახურება
ფეხსაცმელზე ეკონომიის გაკეთება ხშირად კომფორტის დაკარგვას ნიშნავს, თუმცა შავი პარასკევი ამ წესს ცვლის. ახლა შეგიძლია მიიღო Lacoste-ს დახვეწილი სნიკერები ან Alohas-ს ესპანური ხარისხი. ონლაინ სივრცეში კი არჩევანი კიდევ უფრო ფართოა: Merrell, DOLOMITE, Nine West და Only - ეს ის ექსკლუზიური ბრენდებია, რომლებსაც ახლა ისეთ ფასად შეიძენ, რომელიც სხვა დროს წარმოუდგენელი იქნებოდა. გახსოვდეს, კარგი ფეხსაცმელი მთლიან ლუქს ქმნის და ახლა მისი შეძენის საუკეთესო დროა.
4. ონლაინ ექსკლუზივები - ის, რაც გამოგარჩევს
შავი პარასკევი Dressup.ge-ზე განსაკუთრებულია იმითაც, რომ აქ დაგხვდება ბრენდები, რომლებსაც ფიზიკურ მაღაზიებში ვერ იპოვი. მაგალითად, ონლაინ დაგხვდება Dickies-ს გამძლეობა ან Selected-ს სკანდინავიური მინიმალიზმი. გამოიყენე ფასდაკლებები იმისთვის, რომ შენს სტილს უნიკალური შტრიხი დაამატო, ისეთი, როგორიც ქალაქში სხვას არ ექნება.
5. „საბაზისო“ გარდერობის განახლება
შავი პარასკევი საუკეთესო დროა არა მხოლოდ ერთი ძვირადღირებული ნივთის, არამედ ყოველდღიური „ბაზის“ შესავსებად. მაღალი ხარისხის პერანგები, სადა მაისურები და ბლუზები - ეს ის ნივთებია, რომლებიც ყოველდღე გჭირდება.შავი პარასკევის აქციების ფარგლებში, შეგიძლია მოიმარაგო რამდენიმე ფერი და მოდელი, რაც დილის რუტინას მთელი წლის განმავლობაში გაგიმარტივებს.
Dressup Home: განაახლე ინტერიერი ან იპოვე იდეალური საჩუქარი
შავი პარასკევი მხოლოდ ტანსაცმელს არ ეხება. ეს საუკეთესო დროა, რომ ზამთრის ცივი დღეებისთვის სახლში განსაკუთრებული სიმყუდროვე შექმნა. Dressup Home-ის მრავალფეროვან კოლექციებში აღმოაჩენ ყველაფერს - დაწყებული Japandi-ს მინიმალიზმიდან, დამთავრებული Mid-Century Modern-ის ვინტაჟური ესთეტიკით.
განაახლე სამზარეულო Salt & Pepper-ის დახვეწილი ჭურჭლით, შეარჩიე Athezza-სა და J-Line-ის უნიკალური დეკორი, ან Mica Decorations-ის ტექსტილი. რაც მთავარია, აქ საახალწლო მზადებისთვისაც იდეალური გარემოა: Gentlemen's Hardware-ის სამაგიდო თამაშები და Paddywax-ის არომატები საუკეთესო საჩუქარია, ხოლო საახალწლო აქსესუარების ფართო არჩევანი შენს სახლს სადღესასწაულო განწყობით აავსებს.
ასევე, კარგად ვიცით რომ ონლაინ გამოწერისას მთავარი დილემა ყოველთვის ერთი კითხვაა: „კი მაგრამ, მე როგორ მომიხდება ონლაინ შეძენისას როგორ გავიგო?“. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად Dressup.ge გთავაზობთ ახალ ფუნციონალს „მოირგე AI-ს“ , რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაგეხმარება ონლაინ სივრცეში მოიზომო შენთვის სასურველი სამოსი და გადაწყვეტილება 100%-ით დარწმუნებულმა მიიღო.
შეადგინე საყიდლების სია დღესვე, რადგან ნოემბრის მთავარი დღე უკვე აქ არის და საუკეთესო შეთავაზებები დიდხანს არ დაგელოდება. გამოიყენე Dressup.ge მშვიდი შოპინგისთვის - დაივიწყე ქაოსი და ისიამოვნე პროცესით.












