წამყვანი სარესტორნო პლატფორმა Rezto მომხმარებელს სრულიად განახლებულ მობილურ აპლიკაციას სთავაზობს, რომელიც ჯავშნის მეტად სწრაფ, კომფორტულ და დაცულ გამოცდილებას უზრუნველყოფს. Rezto საშუალებას აძლევს მომხმარებელს რამდენიმე წამში დაჯავშნონ მაგიდა და შეუკვეთონ მენიუ წინასწარ სასურველ რესტორანში — სახლიდან გაუსვლელად, სატელეფონო ზარის, დამატებითი შეფერხებებისა და ლოდინის გარეშე, SOLO Mastercard ბარათის მფლობელები კი აპლიკაციით ჯავშნის განხორციელებისას 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.

განახლებული Rezto აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS და Android პლატფორმებზე და მოიცავს გაუმჯობესებულ ინტერფეისს, მაღალ სიჩქარეს, ოპტიმიზებულ ძიებასა და უსაფრთხო გადახდებს.

დავით წიკლაური, Rezto-ს დამფუძნებელი:

„ჩვენ გვინდოდა მომხმარებლებისთვის ისეთი ციფრული გამოცდილება შეგვექმნა, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს, სისწრაფეს და გამართულ პროცესს უზრუნველყოფს. Rezto-ს ახალი აპლიკაცია სწორედ ამ მიზნის გაგრძელებაა. განსაკუთრებით ვამაყობთ SOLOსთან და Mastercard-თან თანამშრომლობით, რომელიც მომხმარებლებს რეალურ უპირატესობას აძლევს — 10%-იან ფასდაკლებას ყველა ჯავშანზე.

დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში:
„Mastercard მუდმივად ცდილობს მომხმარებლებისთვის ისეთი ღირებულება შექმნას, რომელიც ციფრული ცხოვრების წესს ამარტივებს და აუმჯობესებს. Rezto-სთან თანამშრომლობა ამ ხედვის ნათელი გამოხატულებაა. ჩვენთვის მთავარია ადგილობრივი ეკოსისტემის გაძლიერება და ინოვაციური პარტნიორობების მხარდაჭერა, რომლებიც გასტრონომიას, კულტურას, ტექნოლოგიებსა და მომხმარებლის ინტერესებს აერთიანებს.“

Rezto და Mastercard მომავალშიც განაგრძობენ ერთობლივ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში ციფრულ განვითარებასა და თანამედროვე მომხმარებელზე მორგებულ სერვისებს უწყობს ხელს.