Transfermarkt-ზე განახლებული მონაცემების მიხედვით, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა.

ამ დროისთვის მამარდაშვილის ღირებულება 45 მლნ ევროს შეადგენს.

მანამდე, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეებს შორის, გიორგი მამარდაშვილი მეხუთე პოზიციას, 35 მლნ ევროთი იკავებდა.