სებმა ინფლაციის პროგნოზი 5.4%-მდე, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 7.2%-...
„გლობალური ტენდენციების
ფონზე გახანგრძლივებული
ინფლაციური წნეხის
გათვალისწინებით,
ეროვნული ბანკის
განახლებული ცენტრალური
პროგნოზით, 2026 წლის
ინფლაციის პროგნოზი 0.2
პროცენტული პუნქტით, 5.4
პროცენტამდე გაიზარდა“, -
ნათქვამია ეროვნული
ბანკის მონეტარული
პოლიტიკის კომიტეტის
განცხადებაში.სების
თანახმად, ინფლაციური
წნეხის შენარჩუნებას ახლო
აღმოსავლეთში
გეოპოლიტიკური
დაძაბულობა,
ენერგორესურსების
გაძვირება და
საერთაშორისო
ტრანსპორტირებისა და
მიწოდების ჯაჭვების
შეფერხებები
განაპირობებს. 2026 წლის
სექტემბერში საქართველოში
წლიურმა ინფლაციამ 5.6%
შეადგინა, საიდანაც
დაახლოებით 2 პროცენტული
პუნქტი ენერგორესურსების
ფასებზე მოდიოდა.
ინფლაციის მიზნობრივი
მაჩვენებელი
3%-ია.„საერთაშორისო
ტრანსპორტირებისა და
გადაზიდვების
შეფერხებები,
ენერგორესურსების
გაძვირებასთან ერთად,
წარმოებისა და
ტრანსპორტირების
დანახარჯებს ზრდის, რაც
სხვა საქონლისა და
მომსახურების ფასებზე
არაპირდაპირი გავლენის
არხით დამატებით
ინფლაციურ წნეხს ქმნის“, -
აღნიშნავს ეროვნული
ბანკი.ეროვნული ბანკის
პროგნოზით, 2027 წლის მეორე
ნახევრიდან ინფლაცია
მიზნობრივ 3%-იან
მაჩვენებელს ეტაპობრივად
დაუახლოვდება, 2027 წლის
საშუალო ინფლაცია კი 3.5%
იქნება.რაც შეეხება
ეკონომიკურ ზრდას, სების
წინასწარი მონაცემებით, 2026
წლის აგვისტოში ეკონომიკა
წლიურად 6.3%-ით გაიზარდა,
ხოლო იანვარ-აგვისტოში
საშუალო ზრდამ 7.6% შეადგინა.
ეროვნული ბანკის
შეფასებით, ეკონომიკურ
ზრდას კვლავ მეტწილად
მაღალპროდუქტიული
სექტორები განაპირობებს,
რაც მოთხოვნის მხრიდან
ინფლაციურ ზეწოლას
ანეიტრალებს.„ეროვნული
ბანკის განახლებული
ცენტრალური პროგნოზით, 2026
წლის ეკონომიკური ზრდის
პროგნოზი 6.5 პროცენტიდან 7.2
პროცენტამდე გაიზარდა, 2027
წელს კი მოსალოდნელია, რომ
5.5 პროცენტის ფარგლებში
იქნება“, - აღნიშნულია
სების
განცხადებაში.ეროვნული
ბანკი ხაზს უსვამს, რომ
გეოპოლიტიკურ მოვლენებთან
და მათ ეკონომიკურ
გავლენასთან
დაკავშირებული
გაურკვევლობა კვლავ
მაღალია. მაღალინფლაციური
რისკის სცენარის მიხედვით,
ახლო აღმოსავლეთში
კონფლიქტის გამწვავებამ
და გახანგრძლივებამ
შესაძლოა ნავთობის
მიწოდებისა და
გადამუშავების დამატებითი
შეფერხებები,
ენერგორესურსების
შემდგომი გაძვირება და
გლობალური ინფლაციური
წნეხის ზრდა
გამოიწვიოს.„შედეგად,
გაძლიერებული გლობალური
ინფლაციური წნეხი
ადგილობრივ ეკონომიკას
იმპორტირებული ინფლაციისა
და გამკაცრებული
გლობალური ფინანსური
პირობების არხებით
გადმოეცემა, რაც
მონეტარული პოლიტიკის
დამატებით გამკაცრებასა
და მკაცრი პოზიციის უფრო
ხანგრძლივად შენარჩუნებას
მოითხოვს“, - განმარტავს
სებ.მეორე მხრივ,
დაბალინფლაციური სცენარი
ახლო აღმოსავლეთში
კონფლიქტის დეესკალაციას,
ენერგორესურსების ფასების
შემცირებასა და
ეკონომიკური ზრდის მაღალი
ტემპის მოსალოდნელზე
ხანგრძლივად შენარჩუნებას
ითვალისწინებს. ამ
სცენარის რეალიზების
შემთხვევაში, ეროვნული
ბანკის შეფასებით,
ინფლაცია მიზნობრივ
მაჩვენებელს უფრო სწრაფად
დაუახლოვდება, რაც
მონეტარული პოლიტიკის
განაკვეთის უფრო სწრაფი
ნორმალიზების
შესაძლებლობას
შექმნის.მიმდინარე
ვითარებისა და არსებული
რისკების
გათვალისწინებით, სებმა
მონეტარული პოლიტიკის
განაკვეთი 8.25%-ზე
შეინარჩუნა. ეროვნული
ბანკის განმარტებით,
ზომიერად მკაცრი
მონეტარული პოლიტიკა
ინფლაციური მოლოდინებისა
და ფასების ზრდის მეორე
რაუნდის ეფექტების
რისკების შემცირებას
ემსახურება.„იმ
შემთხვევაში, თუ
გახანგრძლივებული
მიწოდების შოკის შედეგად
ინფლაციურ მოლოდინებში
ზრდის ტენდენცია
გამოიკვეთა, რაც მეორე
რაუნდის ეფექტებსაც
გააძლიერებს, მპკ
მონეტარული პოლიტიკის
განაკვეთის ზომიერ ზრდას
გააგრძელებს. ხოლო მას
შემდგომ, რაც ინფლაციური
შოკი ამოიწურება, სებ
ეტაპობრივად დაიწყებს
პოლიტიკის ნორმალიზებას“, -
აცხადებს ეროვნული
ბანკი.მონეტარული
პოლიტიკის კომიტეტის
მომდევნო სხდომა 2026 წლის 16
დეკემბერს გაიმართება.
1792573297