საფრანგეთის საელჩომ საქართველოში 2012 წლიდან დღემდე გაწეული საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერის ანგარიში გამოაქვეყნა. ამ წლების განმავლობაში საფრანგეთი ჩვენ ქვეყანას 945 მილიონი ევროთი დაეხმარა.

€724 მლნ. საბიუჯეტო სესხებს მოხმარდა, სესხების ოდენობამ კერძო სექტორში185 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო გრანტებში დაიხარჯა - 35 მლნ. ევრო.

თანხები საელჩოს ცნობით, შემდეგნაირად გადანაწილდა:

415 მლნ. ევრო ჩაიდო ენეგრეტიკაში;

201 მლნ. ევრო - სოციალურ დაცვაში;

185 მლნ. ევრო - კერძო სექტორში;

სასმელი წყალი და წყალარინება - 96 მლნ. ევრო;

სარწყავი სისტემა - 49 მლნ. ევრო.

შეგახსენებთ, რომ მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საბიუჯეტო დახმარებას საქართველო საფრანგეთისგან არ იღებს.