კომპანია „ლუკოილი“ ბენზინგასამართი სადგურების საკუთარი ქსელის ბენზინით მომარაგების პრობლემის წინაშე დგას და ეძებს ბენზინის ბელორუსიიდან მიწოდების შესაძლებლობას. ამის შესახებ რუსული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. საუბარია თვეში 30-50 ათასი ტონა მოცულობებზე.

„ლუკოილის“ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებში (ნიჟნი ნოვგოროდი და ვოლგოგრადი) ინციდენტების სერიის შემდეგ, კომპანია განიცდის სიმძლავრის დეფიციტს.

ბელორუსიიდან საწვავის მიწოდების ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება ნიჟნი ნოვგოროდის გადასამუშავებელ ქარხანაში შეკეთების დროზე, ასევე რუსეთის საწვავის ბაზარზე არსებულ ზოგად მდგომარეობაზე“, - განმარტავს ნეფტეგაზოხიმია.

მანამდე, მათივე ცნობით, ნიჟნი ნოვგოროდის გადასამუშავებელ ქარხანაში მომხდარი ავარიისა და ვოლგოგრადის გადასამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შემდეგ, ლუკოილმა უკვე შეაფასა ბენზინის დეფიციტი 700-800 ათასი ტონად 2024 წლის ბოლომდე.

ამასთან, ექსპერტების აზრით, პრობლემა გამწვავდება, თუ ქსტოვოს გადასამუშავებელ ქარხანაში კატალიზური კრეკინგის აგრეგატის შეკეთება დაგვიანდება.

კომპანიამ განიხილა ამ პრობლემის მოგვარების რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის მიწოდება მესამე მხარის კომპანიების გადასამუშავებელი ქარხნებიდან.