2024 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 20 მილიარდ 540,7 მლნ კუბური მეტრი გაზი გადაიტანეს.

როგორც აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური იუწყება, მაგისტრალური გაზსადენებით ტრანსპორტირება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,3%-ით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში გაზის ტრანსპორტირების 55,6% განხორციელდა სამხრეთ კავკასიის მილსადენის ბაქო-თბილისი-ერზრუმის გავლით.

ამ მილსადენით 11 მილიარდ 418,9 მლნ კუბური მეტრი გაზი გადაიტანეს. ეს 4,6%-ით მეტია 2023 წლის პირველ ნახევარზე.