საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობისთვის 225-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა.

რუსეთის საზღვართან ახალი მაგისტრალის ასაშენებლად სახელმწიფო შესყიდვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გუშინ გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საქმე ეხება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა - გველეთის საავტომობილო გზის კმ 0+440 კმ 4+940 (ლოტი 1) მონაკვეთის მშენებლობას.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 6 მაისს დაიწყება და 10 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 224 919 508 ლარია.

სატენდერო პირობების თანახმად, გზის მშენებლობა გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.