„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის წერს იმაზე, თუ სუნამდვილეში რა ელის საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბს სამხრეთ კავკასიაში, თუ ზანგეზურის გზა გაიხსნა.
"ბანკები და ფინანსები" გიორგობიანის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ
"მუდმივი შიშების ქვეშ მცხოვრები პატარა ქვეყნებს ახალი საფრთხეები არ ელევათ. ჩვენი “ექსპერტებიც” არ აკლებენ მიზეზებს და შედეგიც სახეზეა. ბოლო დღეებში ახალ, გადაულახავ საფრთხედ წარმოდგენილია ჯერ არგახსნილი, ზანგეზურის კორიდორი.
ზანგეზურის კორიდორი საქართველოს სამხრეთით სომხეთს, ირანს და თურქეთს შორის გამავალი ვიწრო (40 კმ-იანი) ზოლია, რომელიც თითქოს და მომავალში საქართველოს უფუნქციოდ დატოვებს, და ქვეყანას დანიშნულებას დაუკარგავს.
ამ პრობლემასთნ დაკავშირებით, თემატურად, მოსალოდნელია გავრცელდეს ნაწყვეტი ფილმიდან “დათა თუთაშხია” სადაც სმოკინგში გამოწყობილი პერსონაჟი (გოგი გეგეჭკორი) ყვება თუ როგორ დაემსგავსა ქართველი ხალხი საძოვარზე მიშვებულ ნახირს, მას შემდეგ რაც სავაჭრო გზებმა გადაინაცვლეს საქართველოდან.
სამწუხაროა, მაგრამ NATO-ს და EU მითოსი (სადაც თუ შევიდოდით, უეჭველად გავბრწყინდებოდით) ძალიან უცებ ჩავანაცვლეთ ანაკლიის პორტით და სატრანზიტო გზიდან შემოსავლებით. ტვირთების ტრანზიტმა ზოგიერთის წარმოდგენით, უნდა გაამდიდროს საქართველო და უზრუნველყოს ჩვენი ბედნიერი მომავალი (უკუნითი უკუნისამდე ამინ!), მაგრამ ამ მომავალსაც საფრთხე შეექმნა და ჩამოვარდა დიდი შიშიანობა.
კომპეტენტური მსჯელობა არ მიმდინარეობს, რაც ჩემი აზრით აუცილებელია. ვიდრე საქმის უფრო უკეთ მცოდნე ადამიანები განმარტავენ, თავს ნებას მივცემ რამოდენიმე აზრი გადმოვცე, თუ სინამდვილეში რა ელის საქართველოს როგორც სატრანზიტო ჰაბს სამხრეთ კავკასიაში თუ ზანგეზურის გზა გაიხსნა:
1) ამ შემთხვევაშიც ძალაშია საყოველთაო სავაჭრო პრინციპი “რაც მეტია მაღაზია (შეთავაზება) მით მეტია მყიდველი. ანუ რაც მეტია გადატანის საშუალება მით მეტია ტვირთი.
2) გაიზრდება კონკურენცია, რაც ხელს შეუწყობს ორივე მიმართულების განვითარებას.
3) საქართველოს სატრანზიტო გზას პირდაპირ და უშუალოდ ვერ უკავშირდებიან ევრაზიის კონტინენტალური ნაწილის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ერთეულები, ირანი და ინდოეთი, ზანგეზური ამის საშუალებას მისცემს ორივეს.
4) საქართველოს გააჩნია ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი რაც მას დიდ უპირატესობას ანიჭებს კონკურენციის პირობებში.
ამასთნ ერთად უნდა გავითვალისწინოთ, რომ "აბრეშუმის გზის" ეპოქის აქლემების ქარავნს და თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას შორის დიდი განსხვავებაა. დღეს სხვადასხვა ქვეყნებს შორის ვაჭრობა აგებულია მულტიმოდალური კავშირებით. ამიტომ
სხვადასხვა სატრანზიტო-სატრანსპორტო მიმართულებებს შორის თანამშრომლობა, განსაკუთრებით სატვირთო ტრანსპორტში, უნდა განვიხილოთ როგორც კომბინირებული ან მულტიმოდალური სატრანსპორტო კავშირები.
სატრანსპორტო საშუალებები, როგორიცაა სატვირთო მანქანები, მატარებლები და გემები, საჰაერო ტრანსპორტი გამოიყენება საქონლის ეფექტურად და მოკლე გზით ტრანსპორტირებისთვის. მიზანი არის მაქსიმალურად გამოიყენოს თითოეული სატრანსპორტო საშუალების უპირატესობა და სატრანსპორტო ჯაჭვის ოპტიმიზაცია. მაგალითდ კომბინირებული ტრანსპორტი (CT):
CT- ში საქონელი ტრანსპორტირდება სატვირთო ერთეულებში (მაგ. კონტეინერები), რომლებიც ხორციელდება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებას შორის, თავად საქონლის გადატვირთვის გარეშე.
არსებობს CT-ის სხვადასხვა ფორმა, როგორიცაა თან ახლავს CT (მანქანაში მძღოლთან ერთად) და უპატრონო KV (მძღოლის გარეშე).
CT ხელს უწყობს გზის გადატვირთვის(საცობების) შემსუბუქებას, დამაბინძურებელი ემისიების შემცირებას და ენერგიის დაზოგვას.
CT- ის მაგალითებია სატვირთო მანქანების ტრანსპორტირება მატარებლებზე (მაგ. არხის გვირაბში) ან სარკინიგზო და სატვირთო მანქანის კომბინაცია წინასწარ ვაგონში და შემდგომი ვაგონით.
მულტიმოდალური ტრანსპორტი:
მულტიმოდალური ტრანსპორტი გულისხმობს სატრანსპორტო ჯაჭვში სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას, საქონელი, როგორც წესი, ტრანსპორტირდება ერთგვაროვან დატვირთვის ერთეულებში. მულტიმოდალური ტრანსპორტი მოქნილი და ეფექტური გზაა საქონლის ტრანსპორტირებისთვის დიდ მანძილზე.
ამიტომ ტრანსპორტის სხვადასხვა რეჟიმის ინტეგრაცია მოითხოვს კარგ დაგეგმვას და კოორდინაციას როგორც ერთი მიმართულებით ასევე ერთ რეგიონში სავარაუდოდ არსებულ ორ მიმართულებას შორის. ასეთ შემთხვევაში ქსელები და ასოციაციები ხელს უწყობენ გადაზიდვაში მონაწილეებს შორის ტვირთების გაცვლას და თანამშრომლობას. ასეთი ქსელების მაგალითებია Cargoline, ELVIS, CTL, VTL, 24plus, OSL, System Alliance Europe და IDS დ.ა.შ.
დაბოლოს საქარელოს ეკონომიკის მომავალი მხოლოდ სატრანზიტო კორიდორის ფუნქციას არ უკავშირდება, საქართველოში უნდა მივაღწიოთ სატრანზიტო ნედლეულის ნაწილობრივი გადამუშვების სეგმენტში მონაწილეობის უფლებას, რაც საქარელოს დაუბრუნებს სამრეწველო ქვეყნის სტატუსს", - წერს გიორგობიანი.