„საქართველოს ეკონომიკური ზრდაგანპირობებულია მკაცრი ფისკალური პოლიტიკითადა კონსოლიდაციით, ასევე ძლიერი სტრუქტურულირეფორმებით“, - განაცხადა ფინანსთამინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ბანკი „ქართუსა“ დაცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკოასოციაციის ორგანიზებით გამართულ 51-ესაერთაშორისო საბანკო კონფერენციაზე სიტყვითგამოსვლისას.

ფინანსთა მინისტრმა თავის პრეზენტაციაშიდეტალურად ისაუბრა ქვეყნის უახლესიმაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკისშესახებ, სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგშისაქართველოს წამყვან პოზიციებზე, სარეიტინგოკომპანიების შეფასებებსა და ქვეყნის სუვერენულირეიტინგის გაუმჯობესების მიმართულებითმიღწეული პროგრესის თაობაზე.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, უკანასკნელწლებში, საქართველომ შეძლო მდგრადობისშენარჩუნება სხვადასხვა შოკის მიმართ დაგამოავლინა ფისკალური სტაბილურობა.

„ბოლო ათწლეულის საშუალო ეკონომიკური ზრდა5% იყო, ხოლო ბოლო 5 წლის განმავლობაში – 9.3%; საშუალოვადიანი პროგნოზი 5%-ის დონეზეა;

* ერთ სულ მოსახლეზე მშპ მნიშვნელოვნადგაიზარდა და მსყიდველუნარიანობის პარიტეტით31 000 დოლარს მიაღწია;

* ეკონომიკის სტრუქტურა მეტად გახდა სერვისებზეორიენტირებული (საინფორმაციო დასაკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი,განათლება), ტრადიციულ სექტორებთან ერთად”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მან ასევე, ყურადღება გაამახვილა მთავრობისრეფორმების დღის წესრიგზე, რომელთა შორისაა:კაპიტალის ბაზრის, სახელმწიფო საწარმოებისრეფორმები, ეფექტიანი საგადასახადოადმინისტრაცია, ენერგოუსაფრთხოება,დაკავშირებადობის გაძლიერება და ადამიანურიკაპიტალის განვითარება.

ფისკალურ სექტორში არსებულ ვითარებასა დავალის მართვის მიმართულებით ფინანსთასამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზესაუბრისას, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, რომფისკალური დეფიციტი 2020 წლის 9.2%-დან 2022წელს შემცირდა 3%-მდე, ხოლო 2025 წელს - 1.4%-მდე; ვალის მაჩვენებელმა მშპ-სთან მიმართებითშეადგინა 34%-მდე, რაც მნიშვნელოვნად დაბალია60%-იან ზღვარზე.

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, საგარეოვალის 93% წარმოადგენს შეღავათიან სესხებსსაერთაშორისო და ორმხრივი ინსტიტუტებისგან.მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევასახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრისგანვითარებას, ფასიანი ქაღალდები გამოიცემაყოველთვიურად, რაც ზრდის ბაზრისპროგნოზირებადობას.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა,მიმდინარეობს ახალი ინსტრუმენტების შემუშავებაარარეზიდენტი ინვესტორებისთვის ბაზარზეწვდომის გასამარტივებლად. მისი თქმით,ეკონომიკის ზრდასთან ერთად, საქართველოაქტიურად გამოიყენებს საერთაშორისო ბაზრებსცნობადობის გაზრდისა და პოზიციონირებისგასაუმჯობესებლად.

გამოსვლის დასასრულს, ფინანსთა მინისტრმა,კიდევ ერთხელ, გაუსვა ხაზი ფისკალურიდისციპლინის მნიშვნელობას გრძელვადიანიმდგრადობისთვის და ფინანსთა სამინისტროსმტკიცე ერთგულებას მკაცრი ფისკალურიპოლიტიკის მიმართ, საქართველოს ეკონომიკურიგანვითარებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობისუზრუნველსაყოფად.