სს. „ხალიკ ბანკი საქართველო“ აგრძელებს ქსელის განვითარებას და რეგიონულ გაფართოებას. ამ პროცესის ფარგლებში, ბანკის ქუთაისის ფილიალი ახალ მისამართზე გადავიდა, რომელიც მომხმარებელს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოს სთავაზობს. ცვლილების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება ფილიალის მმართველი, მაგდა დარახველიძე.

„ქუთაისში ჩვენი ფილიალის ახალ ლოკაციაზე, მესხიშვილის თეატრის მიმდებარედ, ქალაქის ცენტრში გადასვლა არის არა მხოლოდ მისამართის ცვლილება, არამედ მომსახურების ხარისხის ახალ საფეხურზე აყვანა.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო მეტ წარმატებასთან იქნება დაკავშირებული. ახალი ფილიალი, რომელიც საერთაშორისო დონის, თანამედროვე დიზაინითაა აღჭურვილი, მომხმარებელს სთავაზობს უფრო კომფორტულ გარემოს, სწრაფ მომსახურებას და ყველა სახის პროდუქტზე მარტივ წვდომას – დაწყებული მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებიდან, დამთავრებული ფიზიკური პირების საცალო მომსახურებით.

მე და მთელი ჩემი გუნდი უწყვეტად ვემსახურებით ხალიკ ბანკს. ჩვენი მთავარი ფასეულობაა თითოეულ მომხმარებელთან ადამიანური ურთიერთობების და მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება. ეს გუნდური სულისკვეთება საშუალებას გვაძლევს, თითოეულ კლიენტს ინდივიდუალურად მივუდგეთ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მენეჯმენტის სრული მხარდაჭერითა და ნდობით შევძელით არა მხოლოდ ლოკაციის ცვლილება, არამედ მისი მოდერნიზაცია და სტილისტური გარდაქმნა. ეს არის ბანკის სტრატეგიული ინვესტიცია იმერეთის რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში, რაც ადასტურებს ჩვენს გრძელვადიან ვალდებულებას ქუთაისელი მომხმარებლის მიმართ.“- მაგდა დარახველიძე ქუთაისის ფილიალის მმართველი.
ხალიკ ბანკის ქუთაისის ფილიალი ახალ მისამართზე მოგემსახურებათ.
ქუთაისი, ზ. ფალიაშვილის №35.
ფილიალის სამუშაო საათებია:
ორშაბათი - პარასკევი: 10:00 – 17:30
შაბათი: 10:00 – 14:00
შეგახსენებთ, სს „ხალიკ ბანკი საქართველო" აღმოსავლეთ ევროპიდან ცენტრალური აზიის ჩათვლით ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ჯგუფის წევრია. საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. მისი 100%-იანი წილის მფლობელი ყაზახეთის ბაზრის ლიდერი “ხალიკ ბანკი ყაზახეთია”. დღეს, ხალიკ ბანკი 3 ქვეყანაშია წარმოდგენილი, აერთიანებს 500-ზე მეტ ფილიალს, 19 000- მდე თანამშრომელს და ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. მისი აქტივები 36.8 მილიარდი დოლარია. ბანკის აქციები 2006 წლიდან ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე და სრულად აკმაყოფილებს კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებს. ბანკის საერთაშორისო რეპუტაცია და მყარი ფინანსური მაჩვენებლები განაპირობებს მსოფლიოს უმსხვილესი სარეიტინგო სააგანეტოების მაღალ შეფასებებს. როგორებიცაა Fitch Rating, Moody’s და S&P Global Ratings.












