ნიდერლანდურმა Yandex N.V-მა რუსული ბიზნესის კერძო ინვესტორებისა და კომპანიის მენეჯერების კონსორციუმისთვის მიყიდვის გარიგება დადო. ბიზნესი 475 მილიარდ რუბლად გაიყიდა.
ერთ-ერთი მფლობელი ალექსანდრე ჩაჩავას ვენჩურული ფონდია.
მშობელი კომპანია Yandex N.V-ის ნაცვლად გახდება სააქციო საზოგადოების საერთაშორისო კომპანია (МКАО) Yandex, რომელიც რეგისტრირებულია კალინინგრადის რეგიონში.
„იანდექსის“ ტაქსი საქართველოში Yandex Go-ს სახელით ოპერირებს, რომელიც შპს რაიდტექ ჯორჯიას დაქვემდებარებაშია.
შპს რაიდტექ ჯორჯია საქართველოში 2022 წლის მაისში დარეგისტრირდა. დირექტორი რუსეთის მოქალაქე კირილ სვინტსოვია. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი მიმდინარე წლის თებერვლამდე Maple Leaf United (MLU) B. V., 69160899 /ნიდერლანდები/ იყო, ხოლო 5 თებერვლიდან Y.E. HOLDING LIMITED, 6400,რეგ. ლიცენზიის კოდი CL6400 /არაბთა გაერთიანებული საამიროები/ გახდა.