ნებისმიერი ქვეყნის წინსვლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ეკონომიკის განვითარებაა, ეკონომიკას კი, რა თქმა უნდა, წარმატებული ბიზნეს სექტორი ავითარებს. წარმატებული ბიზნეს სექტორი მხოლოდ მსხვილ კორპორაციებს როდი მოიცავს, მისი დიდი წილი მოდის ინოვაციურ სტარტაპებზე, მცირე და საშუალო ბიზნესებზე, რომელთაც საკუთარი ჩანაფიქრის განსახორციელებლად ხშირად ხელშეწყობა სჭირდებათ.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მისიაა. გარდა იმისა, რომ ბანკი ათასობით კორპორაციულ კლიენტს სრული საფინანსო სერვისით ემსახურება, თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს არაერთ პროექტსაც ქართული ბიზნესის გასავითარებლად. ამ პროექტებით მხოლოდ 2023 წელს 10 ათასამდე კომპანიამ ისარგებლა.
თუკი თავადაც მცირე ან საშუალო ბიზნესის მფლობელი ხარ და გაინტერესებს, რა შემოთავაზებები აქვს საქართველოს ბანკს შენთვის, ეწვიე ახალშექმნილ ვებსაიტს CSR.BOG.GE, სადაც ყველა მიმდინარე პროექტის შესახებაა ინფორმაცია თავმოყრილი. პროექტებზე მოკლედ მოგიყვებით ქვემოთაც და გეტყვით, რა სიახლეები იყო გასულ 2023 წელს ამ მიმართულებებით.
ბიზნესკურსი
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო პროექტია. ეს არის უფასო საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ათობით საინტერესო და გამოსადეგ კურსსა და მასტერკლასს.
მუდმივად განახლებადი პლატფორმა ამ დროისთვის 43 კურსს გთავაზობს, მათგან 12 გასულ წელს დაემატა. ეს კურსები კი, რომლებიც თავიანთი სფეროს წამყვანი პროფესიონალების შექმნილია, ბიზნეს საქმიანობის თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავს. ბიზნესისთვის იდეა გაქვს და არ იცი, რა მოიმოქმედო? პირველი ნაბიჯების გადადგმასაც ბიზნესკურსის დახმარებით შეძლებ — ისწავლი, როგორ დაწერო ბიზნეს გეგმა და მოიძიო დაფინანსება.
ბიზნესკურსის საშუალებით, ასევე გაიგებ მეტს კომპანიის მენეჯმენტზე, გაყიდვებზე, ბრენდინგზე, მარკეტინგზე, ადამიანური რესურსების მართვაზე, ბუღალტერიაზე, მენტალურ ჯანმრთელობაზე, ხელოვნურ ინტელექტზე, წარმატების პრინციპებზე… მოკლედ, აქ უთუოდ იპოვი რამე საშენოს. ამასთან, პლატფორმაზე ცალკეული ინდუსტრიებისთვის საინტერესო კურსებსაც შეხვდები, მაგალითად, მეღვინეობაზე ან ფერმერობაზე.
ბიზნესშეთავაზებები
შეიძლება ბიზნესკურსის რომელიმე კურსს გადიხარ, მაგრამ ამ მომენტისთვის დროულად გჭირდება კონსულტაცია, დავუშვათ, იურიდიულ საკითხებზე. სწორედ ასეთ გადაუდებელ საჭიროებებზე საპასუხოდ, საქართველოს ბანკი 70 პარტნიორ კომპანიასთან ერთად ამზადებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს; ეს შეთავაზებები მოიცავს მარკეტინგის, საბუღალტრო, საგადასახადო, იურიდიულ ან სხვა სახის მომსახურებას — განსაკუთრებული ფასდაკლებით, ან სულაც უფასოდ.
ბიზნესშეხვედრები და ვებინარები
ბიზნესინდუსტრია მუდმივად ცვალებადი სფეროა, სიახლეებისთვის ფეხის აწყობა კი ნებისმიერ მეწარმეს უწევს. აი, ამიტომ, საქართველოს ბანკის ორგანიზებით და მხარდაჭერით, წლის განმავლობაში არაერთი ბიზნესშეხვედრა და ვებინარი იმართება. მათი მიზანი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა — როგორც ექსპერტებისგან, ასევე უშუალოდ მეწარმეებს შორის.
სწორედ მეწარმეებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობების დამყარებას ისახავს მიზნად B2B ფორუმები. გასულ წელს, მაგალითად, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან პარტნიორობით ჩატარდა მსგავსი ფორმატის ფორუმი, რომელშიც სხვადასხვა სექტორის 60 მეწარმე და დამკვეთი კომპანიები ჩაერთნენ. გაიმართა B2B აგროფორუმიც, რომელშიც 200-მდე მეწარმე მონაწილეობდა; მისი მიზანი ბიზნესების ექსპორტზე გასვლის მხარდაჭერა იყო, რის გამოც ფორუმზე ფორმალურ შეხვედრებთან ერთად მოეწყო წარმოებული პროდუქციის პრეზენტაციაც.
აგრომეწარმეებისთვის ექსპორტზე მეტის ინფორმაციის მისაწოდებლად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში 3-დღიანი ვორქშოპიც ჩატარდა გასულ წელს.
ქართულ პროდუქციაზე მსოფლიოში ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად ბანკის მხარდაჭერილი კიდევ ერთი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო შემსყიდველებისთვის ღვინის დეგუსტაცია მოეწყო.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა
გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, უკვე რამდენიმე წელია, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ხორციელდება. პროგრამა ქალებს საკუთარი ინოვაციური იდეების სისრულეში მოყვანის საშუალებას აძლევს და უზრუნველყოფს სრული მხარდაჭერით: როგორც ცოდნის გაზიარებით, ასევე ინდივიდუალური კონსულტაციებით, სასარგებლო კონტაქტების დამყარებით და, რაც მთავარია, გრანტის მოპოვების შესაძლებლობით.
პროგრამის ფარგლებში გასულ წელს სხვადასხვა თემაზე 8 ვორკშოპი ჩატარდა, რომელსაც ჯამში 136 ქალი მეწარმე დაესწრო. თეორიული ცოდნის შესაძენად და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად შექმნილ მეწარმე ქალთა სკოლაში ჩაერთო 170 მონაწილეც.
ბუღალტერიის განვითარების პროგრამა
საბუღალტრო პროცესების მოწესრიგება ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაა გამოწვევა. სწორედ ამიტომ, გასულ წელს საქართველოს ბანკმა ბუღალტერიის განვითარების პროგრამა შექმნა და მეწარმეებს ამ მიმართულებით სრული მხარდაჭერა შესთავაზა.
პროგრამა სამ ძირითად მიმართულებაზე კონცენტრირდება: ბუღალტერიის გაციფრულება, სრული ბუღალტრული სერვისი (ბანკის პარტნიორი კომპანიებისგან) და ფინანსური ინფორმაციის სწრაფი მიმოცვლა (ბანკსა და მომხმარებელს შორის). ასევე, ამ თემაზე მოეწყო ბიზნესფორუმები და მასტერკლასები.
500 Georgia
საქართველოს ბანკისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობით, გასულ წელს უკვე მეხუთედ განხორციელდა 500 Georgia-ის აქსელერაციის პროგრამაც. სილიკონ ველიზე დაფუძნებული ვენჩურული საინვესტიციო კომპანიის, 500 Global-ის, ეს ცნობილი პროგრამა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ისახავს მიზნად. ის მოიცავს ინტენსიური გადამზადების კურსს, რომლის შემდეგაც პროგრამის მონაწილეები 500 Global-ის საერთაშორისო ქსელის წევრები ხდებიან. ამდენად, მათ საერთაშორისო ბაზარზე გასვლაც უადვილდებათ.
სხვა პროექტები
პარტნიორ და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ბანკი კიდევ არაერთ პროექტს ახორციელებს. გასულ წელს, მაგალითად, კვლავაც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით, უზბეკეთში სავაჭრო მისია მოეწყო — 16 საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენელს პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრის საშუალება მიეცა.
ამასთან, ბიზნეს სექტორის თანამედროვე გამოწვევებზე საპასუხოდ, ორი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება: Ecom in a Box მიზნად ისახავს ციფრული საქმიანობისა და ელექტრონული კომერციის განვითარების მხარდაჭერას; Go Digital კი საქართველოს ბანკის, USAID-ისა და Visa-ის ერთობლივი პროექტია და ის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რეგიონებში ბიზნესებს ოპერაციების გაციფრულებაში ეხმარება.
მიუხედავად ამ მრავალფეროვანი ჩამონათვალისა, ეს მაინც არასრულია სიაა იმ პროექტებისა, რომლებსაც საქართველოს ბანკი მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ადგილობრივი ბიზნესის განსავითარებლად. ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის ყველა პროდუქტსა და სერვისზე ინფორმაციას ამ ბმულზე იპოვით, csr.bog.ge-დან კი ზუსტად თქვენს საჭიროებებზე მორგებულ შესაძლებლობებს გაეცნობით.