2024 წლის მეორე კვარტალის ფინანსური შედეგებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.6%-ით გაიზარდა და 3.67 მილიარდი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 2.68 მილიარდ ლარს გადააჭარბა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან ზრდა 478 მილიონი ლარია.

იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელმა 1.85 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ბიზნესის დაკრედიტებით ბაზისბანკი სტაბილურად პოზიციონირებს უმსხვილესი ბანკების სამეულში. ფიზიკური პირების სესხების მოცულობამ მეორე კვარტალის ბოლოს 828 მილიონი ლარი შეადგინა.

ბაზისბანკის სადეპოზიტო პორტფელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 461 მილიონი ლარით, 2.37 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. მათ შორის, იურიდიული პირების დეპოზიტების ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  143 მილიონი ლარი, ხოლო ფიზიკური პირების 318 მილიონი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ბაზისბანკის ჯგუფში შემავალ სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიების ფინანსურ მონაცემებს, ბბ ლიზინგის საკრედიტო პორტფელმა  34.9 მილიონ ლარს გადააჭარბა, პორტფელის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59% შეადგინა. 2024 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, ბბ დაზღვევის მიერ მოზიდული პრემია 14.8 მილიონი ლარია, პრემიის ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57%-ს შეადგენს.

2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბაზისბანკის წმინდა მოგებამ 41 მილიონ ლარს გადააჭარბა. უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2.31% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 14.61%.

„ბაზისბანკი თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს სტაბილური განვითარებისა და საფინანსო ბაზარზე პოზიციების გამყარების მიმართულებით. ბანკის ფინანსური მაჩვენებლების დინამიური ზრდა კი მისი ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის შედეგია.

ბანკის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება წარმოადგენს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას. გვეამაყება, რომ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი ბიზნესების რაოდენობა დინამიურად იზრდება და ჩვენს ერთგულ ბიზნეს პარტნიორად რჩება. ზრდისა და განვითარების 30-წლიანი ისტორიით, ბაზისბანკი მყარად იკავებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი ერთ-ერთი ლიდერი ბანკის პოზიციას ქვეყანაში.

ბაზისბანკისადმი  ნდობის მაღალ მაჩვენებელზე მეტყველებს Fitch Ratings-ის განახლებული რეიტინგებიც, რომლის მიხედვით ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი 'B+'-ზე დაადასტურა, ”პოზიტიური” პერსპექტივით.

ბაზისბანკი, როგორც მუდმივად ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, მომავალშიც გააგრძელებს მომხმარებლისთვის საუკეთესო საბანკო გამოცდილების შექმნას.“ - ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.