"გალტ & თაგარტის" კვლევის მიხედვით, 2024 წელს თბილისში 3.1 მილიარდი დოლარის ღირებულების 40 346 ბინა გაიყიდა, მათ შორის ყველაზე მეტი (7 924) - დიდ დიღომში, მეორე ადგილს 6 368 გაყიდული ბინით საბურთალო იკავებს, ხოლო მესამე ადგილზეა სამგორი - 5 613 ბინით.

2024 წელს 255 სამშენებლო ნებართვა გაიცა საცხოვრებელ პროექტებზე, 1.8 მლნ მ2საერთო საცხოვრებელი ფართით, ისევე როგორც გაყიდვების მიხედვით,  2024 წელს გაცემული ნებართვების მიხედვითაც სამეულში საბურთალო (ჯამურის 23%), დიდი დიღომი (18%) და სამგორია (17%).

"გალტ & თაგარტის" მიერ შერჩეული დეველოპერების გამოკითხვის თანახმად 2024 წელს უძრავი ქონების მყიდველთა 79% საქართველოს მოქალაქე იყო, 2% - რუსეთის, 10% - ისრაელის და 9% სხვა ქვეყნების. 2023 წელთან შედარებით გაზრდილია ისრაელის მოქალაქეების მაჩვენებელი 6%-ით, რუსეთის შემცირებულია 4%-ით და საქართველოს მოქალაქეების მაჩვენებელიც 4%-ით.

"გალტ & თაგარტის" კვლევის თანახმად დეკემბერში თბილისის ქუჩებში მიმდინარე პროტესტის შედეგად გაყიდვები წლიურად 9.0%-ით შემცირდა.