კერძო სექტორზე გაფიცვის მოთხოვნა, როგორც პროტესტის ფორმა, არის ჩხუბში შენიანის ცემა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია წერს.

იაგო ხვიჩიამ აღნიშნული სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„ნებისმიერ ჩხუბში მთავარი, რაც უნდა იცოდე, არის ის, თუ ვინაა შენიანი, რომ შემთხვევით ის არ დააზიანო. კერძო სექტორზე გაფიცვის მოთხოვნა, როგორც პროტესტის ფორმა, არის ჩხუბში შენიანის ცემა“, – წერს იაგო ხვიჩია.