ახალი ამბები

სხვა სიახლეები
დავით ნარმანია: სემეკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგეტიკისა...

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ისაუბრა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით სემეკის 2025 წლის გეგმებზე.„სემეკის სტრატეგიაა, რომ ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება კომისიის საქმიანობას და ეხმარება მომხმარებლებს უფლებების დაცვაში, ხელმისაწვდომი იყოს ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამ მიზნით, სემეკმა შშმ პირებისთვის ადაპტირებული საინფორმაციო ბუკლეტები შეიმუშავა, მომზადდა საინფორმაციო კლიპი სურდო თარგმანით. უახლოეს პერიოდში, კომისია გეგმავს ახალი ვებგვერდის შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ არსებული ვებგვერდი ადაპტირებულია შშმ პირებზე, ახალ ვებგვერდზე უფრო მეტად დაიხვეწება შესაბამისი მექანიზმები,“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.მისივე თქმით, სემეკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობისა და განათლების ამაღლებას. ამ მიზნით, სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს.​„ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიერ, რომელიც მიზნად ისახავს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას, 2024 წელს ჩატარდა 21 სასწავლო კურსი სხვადასხვა თემატიკაზე. ჯამში, ტრენინგები გაიარა 1200-მდე მონაწილემ. ამჟამად, ცენტრში გამოცხადებულია რეგისტრაცია ახალ კურსზე, რომელიც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების დაცვას შეეხება. კურსის მიზანია ცნობიერების ამაღლება მომხმარებელთა უფლებების, მარეგულირებელი ნორმების, პრაქტიკისა და თანამედროვე ტენდენციების შესახებ“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.10-15 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების - სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეული ჩატარდა. კვირეულის მიზანს წარმოადგენდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

1742036554

ნათია თურნავა - ჩვენი მიზანია საქართველოს, როგორც შუა დერეფნისა და უფრ...

ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას საფინანსო სექტორში ინოვაციების ხელშეწყობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ცენტრალური ბანკების როლს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების კუთხით.სებ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საფინანსო სექტორის გაციფრულების ტენდენციაზე, რაც ცენტრალურ ბანკებს უბიძგებს ფეხი აუწყონ სწრაფ ტექნოლოგიურ ცვლილებებს და პარალელურად, ახალი გამოწვევები მართონ.როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიზანია ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობების ტესტირება, ღია რეგულირების და ტექნოლოგიურად ნეიტრალური მიდგომის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის ზრდას, ინოვაციებისა და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების განვითარებას.ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ფინტექ ბიზნესის მოდელების განვითარებაზე და ფინანსური ტექნოლოგიების კუთხით ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების მნიშვნელობასა და პრიორიტეტებზე.“ეროვნული ბანკი პროაქტიულად ცდილობს ხელი შეუწყოს ფინანსური ტექნოლოგიების ბაზრის და მრავალფეროვანი ბიზნეს მოდელების განვითარებას. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) პარტნიორობით შექმნილი ტექნიკური სენდბოქსი, რომელიც 16-მა სხვადასხვა კომპანიამ გამოიყენა. მათ საშუალება მიეცათ სრულიად უფასოდ მიეღოთ წვდომა ღია ბანკინგის პროდუქტებზე და გამოეცადათ მათი გამოყენების სხვადასხვა მაგალითები", - აღნიშნა ნათია თურნავამ.ღონისძიების ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელშიც საერთაშორისო ფინანსური და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში საერთაშორისო ფინანსური სერვისების განვითარებაზე და ციფრულ ბანკებთან დაკავშირებული პერსპექტივები განიხილა.„ჩვენი მიზანი საქართველოს, როგორც შუა დერეფნისა და უფრო ფართო რეგიონის ქვეყნების წამყვანი ფინტექ ჰაბის წარმოჩენაა. სებ-მა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ფინანსური ინოვაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისკენ. ჩვენ შევიმუშავეთ მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც ხელს უწყობს საქმიანობის ახალ სახეებს და საფინანსო სექტორში ახალი მოთამაშეების უსაფრთხო შესვლას. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობით მომზადდა ფინტექის განვითარების ეროვნული სტრატეგია. ფინტექების განვითარების ჩვენეული ხედვა ფინტექებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს, რაც ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ ფინანსურ სერვისებში კონკურენციას წაახალისებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.ლუგანოში გამართულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები, ექსპერტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ციფრული გადაწყვეტილებების გავლენის შესწავლით ბიზნესსა და საბანკო-საფინანსო სექტორებში.

1741961135

სასამართლომ აპლიკანტის ონლაინ შრომით ურთიერთობა დარღვევად არ ჩათვალა დ...

საქმის მასალების თანახმად, აპლიკანტი მონაწილეობას იღებდა სასტიპენდიო კონკურსში: - „საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 2016-2017“ და „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2016“, რის შედეგადაც გახდა ამ კონკურსის გამარჯვებული. კერძოდ, მიიღო დაფინანსება ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში, პრიორიტეტულად გამოცხადებული სამართლის მიმართულების საინფორმაციო ტექნოლოგიების სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე, ამავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი 2016-2017 სასწავლო წლის სწავლის პერიოდში ამავე ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით. საქმის მასალებით დგინდება, რომ აპლიკანტმა სწავლა დასრულდა 2017 წლის ივნისის თვის მდგომარეობით, რის შემდეგაც, 23.06.2017 დაბრუნდა საქართველოში და სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს, უდავოა, რომ წარუდგინა აკადემიური მოსწრების ამსახველი დოკუმენტი. აპლიკანტი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2018 წლის ივლისის თვის მდგომარეობით, კვლავ დასაქმდა ერთ-ერთი სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.ამასთან, დადგენილია, რომ 2018 წლის 6 აგვისტოდან 2021 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, აპლიკანტი ასრულებდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას ეკონომიკური პროფილის ერთ-ერთ სამოქალაქო ორგანიზაციაში. მას შემდეგ, რაც COVID19 გავრცელდა (2020 წლის დასაწყისი) და ცხოვრების სხვადასხვა სფერო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა, დისტანცური სახე მიიღო საქმიანობის განხორციელებებმა, აპლიკანტი ზემოაღნიშნულ ორგანიზაციაში საქმიანობის პარალელურად, ასრულებდა სამართლის მენტორის უფლებამოსილებას სოციალურ საწარმოშიც: „ცოდნის კაფე“ (Knowledge Cafe). ამდენად, აპლიკანტი საქართველოში დაბრუნდა, ცენტრში წარადგინა განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არ შეუწყვეტია შრომითი ურთიერთობა, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. კერძოდ, 2017 წლის 3 ივლისიდან 2018 წლის ივლისის თვის მდგომარეობით ეკავა ერთ-ერთი სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობა, ხოლო 2018 წლის 6 აგვისტოდან 2021 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, ასრულებდა სამართლებრივი მრჩეველის უფლებამოსილებას სამოქალაქო ორგანიზაციაში, დარჩა რა ქვეყანაში 1 წელზე მეტი დროით და სადავო პერიოდში, უწყვეტად დასაქმებული იყო შესაბამის ს ფ ე რ ო შ ი/დაწესებულებაში.სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა სარჩელი აღძრა სასამართლოში და ასაბუთებდა, რომ აპლიკანტის მხრიდან დარღვეული იქნა გრანტის ხელშეკრულების პირობა. კერძოდ, აპლიკანტს უფლება არ ჰქონდა საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო და დისტანციური წესით განეხორციელებინა საქმიანობა საქართველოში, როდესაც ხელშეკრულებით, გრანტის მიმღები ვალდებულებას იღებდა სწავლის დასრულების შემდეგ, დაბრუნდეს საქართველოში არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წლით და დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის ს ფ ე რ ო შ ი/დაწესებულებაში. შესაბამისად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა მოითხოვა გრანტის ფარგლებში სწავლის დაფინანსებისთვის გადახდილი თანხის დაბრუნება.სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა - იმის დასადგენად, აპლიკანტს წარმოეშვა თუ არა ხელშეკრულებით მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულება, მნიშვნელოვანია დადგინდეს შეასრულა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას და საბოლოოდ მიღწეული იქნა თუ არა ის მიზანი, რა მიზნითაც განხორციელდა მოპასუხესთან ხელშეკრულების გაფორმება. სასამართლო ადგენს, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ შედავებული პერიოდის (23.06.2017 წ.-23.06.2020 წ.) ფარგლებში, აპლიკანტი საქართველოში დაბრუნდა, ცენტრში წარადგინა განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არ შეუწყვეტია შრომითი ურთიერთობა, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ აპლიკანტი სადავო პერიოდში ფიზიკურად არ იმყოფებოდა მუდმივად საქართველოში - აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ 2016 წლის 04 აგვისტოს გრანტის შესახებ ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა პირობას, იყო თუ არა დარღვევა გრანტის მიმღების პერიოდულად საზღვარგარეთ ფიზიკურად ყოფნა და უწყვეტად შრომითი ურთიერთობის განხორციელება შესაბამის სფეროში. 2023 წლის 02 ოქტომბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს ცნობის თანახმად, ნამდვილად დასტურდება 23.06.2017 წ. - 23.06.2020 წ. პერიოდში აპლიკანტის საზღვარგარეთ გასვლისა და საქართველოში შემოსვლის ფაქტები, თუმცა საქმის მასალებით, ასევე დგინდება, რომ აპლიკანტი დაქორწინდა ესტონეთის სახელმწიფოს მოქალაქეზე. ამასთან, 2018 წლის ზაფხულში, აპლიკანტმა მოიპოვა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდია ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე- „საგანმანათლებლო ინოვაციები და ლიდერობა“ - ტალინის სახელმწიფო უნივერსიტეტში.იმის დასადგენად, აპლიკანტს წარმოეშვა თუ არა ხელშეკრულებით მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულება, მნიშვნელოვანია დადგინდეს შეასრულა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას და საბოლოოდ მიღწეული იქნა თუ არა ის მიზანი, რა მიზნითაც განხორციელდა მოპასუხესთან ხელშეკრულების გაფორმება, რასაც ითვალისწინებს ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების დებულებები. სასამართლო ადგენს, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ შედავებული პერიოდის (23.06.2017 წ.-23.06.2020 წ.) ფარგლებში, აპლიკანტი საქართველოში დაბრუნდა, ცენტრში წარადგინა განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, არ შეუწყვეტია შრომითი ურთიერთობა, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ აპლიკანტი სადავო პერიოდში ფიზიკურად არ იმყოფებოდა მუდმივად საქართველოში - აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ 2016 წლის 04 აგვისტოს გრანტის შესახებ ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა პირობას, იყო თუ არა დარღვევა გრანტის მიმღების პერიოდულად საზღვარგარეთ ფიზიკურად ყოფნა და უწყვეტად შრომითი ურთიერთობის განხორციელება შესაბამის სფეროში. 2023 წლის 02 ოქტომბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს ცნობის თანახმად, ნამდვილად დასტურდება 23.06.2017 წ. - 23.06.2020 წ. პერიოდში აპლიკანტის საზღვარგარეთ გასვლისა და საქართველოში შემოსვლის ფაქტები, თუმცა საქმის მასალებით, ასევე დგინდება, რომ აპლიკანტი დაქორწინდა ესტონეთის სახელმწიფოს მოქალაქეზე. ამასთან, 2018 წლის ზაფხულში, აპლიკანტმა მოიპოვა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდია ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე- „საგანმანათლებლო ინოვაციები და ლიდერობა“ - ტალინის სახელმწიფო უნივერსიტეტში.მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, სადაც იგი განმარტავს, რომ აპლიკანტი საქართველოშიც და საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდშიც, ჩართული იყო იმგვარ პროფესიულ აქტიურობებში, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოში მოწყვლადი ჯგუფების ადვოკატირებასთან, სამართლებრივი განათლების გავრცელებასთან და ცოდნის გაზიარებასთან. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აპლიკანტს არ შეუცვლია პრიორიტეტები, რომელიც შეიძლება აცდენილი ყოფილიყო ტარტუს უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გამოყენებასთან. აპლიკანტი არ დარჩენილა საზღვარგარეთ, დაბრუნდა საქართველოში, 1 (ერთი) წელზე მეტი დროით დასაქმებული გახლდათ საჯარო სამსახურში და შემდეგ, კერძო სექტორში. აპლიკანტს, დროის არც ერთ ეტაპზე, არ გამოუყენებია პირადი ინტერესები გრანტის შესახებ ხელშეკრულების პირობებთან მიმართებით. დაოჯახების მიუხედავადაც, საქმიანობა გააგრძელა საქართველოში, ხოლო ტალინის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოპოვებული დაფინანსების მიუხედავად, აიღო ერთი სრული აკადემიური წელი და დროის ამ მონაკვეთში, თავის გამოცდილებას ახმარდა საქართველოსთან დაკავშირებული პროექტების და ინიციატივების განხორციელებას. რაც შეეხება საზღვარგარეთ გასვლის ფაქტებს სადავო პერიოდში - აღნიშნული განპირობებული იყო არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში შექმნილი ცხოვრების განსაკუთრებული მდგომარეობით, რაც განაპირობა კოვიდ19-ის გავრცელებამ და მისგან გამოწვეულმა შედეგებმა.სასამართლოს მოსაზრებით, იმის მტკიცება, რომ მოპასუხე მხარემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა,- საფუძველს მოკლებულია, ხოლო მიზანი - უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება და ცოდნის გაღრმავება, ასევე ამ ცოდნის სახელმწიფოსათვის მოხმარება, მიღწეულია.ცნობისთვის: სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა აპლიკანტის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილს მიმართა. აპლიკანტის ინტერესების დაცვაში ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ჩაერთო და აპლიკანტის ინტერესები ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინა. საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ განიხილა, პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოსამართლე: ეკატერინე ჯინჭველაშვილმა. 

1741957210

დავით ნარმანია: „*303#-ის მომსახურების საშუალებით 7 მილიონამდე ტრანზაქ...

დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ახალ რეგულაციებზე, რომლებიც ხელს უწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.„სემეკმა დანერგა ახალი რეგულაცია, რომელიც შეეხება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის ერთიანი სისტემის დანერგვას. კერძოდ, სემეკის მიერ დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილებები განხორციელდა, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა თუ ვინ დარეგისტრირდება მრავალბინიანი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად - ფიზიკური თუ იურიდიული პირი ან ამხანაგობა, ბუნებრივი გაზის საანგარიშსწორებო მრიცხველზე განხორციელდება საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოთვლა და დარიცხვა. ამისთვის, საჭირო იქნება ბუნებრივი გაზის განაწილების კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.მან ასევე ისაუბრა გამარტივებულ მომსახურებებზე. სემეკის თავმჯდომარის თქმით, სემეკის მიერ დანერგილი *303#-ის მომსახურების საშუალებით, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, რომ მოკლე დროში მობილური ტელეფონის საშუალებით მიიღოს კომუნალური ინფორმაცია, 7 მილიონამდე ტრანზაქცია განხორციელდა.„უნდა აღინიშნოს, რომ სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც მომხმარებლისთვის გამარტივებული მომსახურების შეთავაზებას ისახავს მიზნად, მომსახურებით დღემდე 113-მდე მოქალაქემ ისარგებლა. სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა: ელექტროენერგეტიკის სექტორში კომპანიასთან გააფორმონ მიწოდების ხელშეკრულება; ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დარეგისტრირდნენ მომხმარებლად და გადაამოწმონ დავალიანება; დააფიქსირონ სოციალური სტატუსის შესახებ ინფორმაცია. მოითხოვონ: დარიცხვის გადამოწმება; პირადი ინფორმაცია ბრუნვის ისტორიიდან; მრიცხველის ადგილზე შემოწმება; მომარაგების დროებით გათიშვა/აღდგენა; ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება მაღალ ან დაბალ ძაბვაზე/წნევაზე, ძაბვის/წნევის ცვალებადობაზე; ხშირ წყვეტაზე და სასმელი წყლის ხარისხზე. კომუნალური კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ სემეკს საკითხის შესწავლისა და რეაგირების მოთხოვნით. ამასთანავე, სემეკის პასუხის მატერიალური ფორმით მიღება შესაძლებელია ამავე სივრცეში“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.10-15 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების - სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

1741953682

თიბისი „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია

საქართველოში „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალი 2015 წლიდან ტარდება და თიბისი, როგორც მისი პარტნიორი, მარკეტერის კატეგორიას წარადგენს.ამ დროის განმავლობაში კონკურსში მონაწილეობა ასობით ნიჭიერმა და შემოქმედებითმა ახალგაზრდამ მიიღო. 2024 წელს, კანის ლომებზე, საქართველოდან კანში გამგზავრებული ექვსი გუნდიდან ორმა ჯილდოს მოპოვება შეძლო.წელს, ახალგაზრდებს ფესტივალის 6 კატეგორიაში შეეძლებათ მონაწილეობის მიღება და გამარჯვებისთვის ბრძოლა. ესენია: პრინტი, მარკეტერი, დიჯიტალი, ფილმი, დიზაინი და პიარი.ფესტივალზე რეგისტრაციის 19 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოში კონკურსი 27-30 მარტს გაიმართება, ადგილობრივი გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება კი 4 აპრილს შედგება. კონკურსში გამარჯვებულები ივნისში, კანში, საქართველოს სახელით იასპარეზებენ, თავიანთ შემოქმედებით პოტენციალს ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიტანენ და მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის საუკეთესო მონაწილეებს შეეჯიბრებიან.თიბისი მიზნად ისახავს, ახალ თაობას საკუთარი პოტენციალის გამოვლენის მეტი შესაძლებლობა მისცეს, დაეხმაროს განსხვავებული პროფესიული გამოცდილების მიღებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში. სწორედ ამიტომ, თიბისისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების მხარდაჭერა და უკვე 30 წელზე მეტია, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას და პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში ასევე, ქვეყნის გარეთ.

1741947900

პროკრედიტი წარმოშობის სერტიფიკატის მფლობელი პირველი ბანკი გახდა საქართ...

წარმოშობის სერტიფიკატის ფლობა ადასტურებს, რომ ელექტროენერგია, რომელსაც ბანკი იყენებს, სრულად განახლებადი ენერგიის წყაროებიდან არის მიღებული.2020 წლიდან, საკუთარი მზის ელექტროსადგურით, პროკრედიტმა ელექტროენერგიის ნაწილი მზის ენერგიით ჩაანაცვლა, ახალი ინიციატივით, კი სრულად განახლებადი ენერგიის მომხმარებელი გახდა.

1741946293