ახალი ამბები

სხვა სიახლეები
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისია...

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ მისიის წარმომადგენლებს BAG ინდექსის პრეზენტაცია წარუდგინა, რომელშიც დეტალურად იყო ასახული კერძო სექტორის მიმდინარე განწყობები, მოლოდინები და ეკონომიკური აქტივობის ძირითადი მაჩვენებლები.დისკუსიისას მხარეებმა სიღრმისეულად მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ბიზნესკლიმატი და საინვესტიციო გარემო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შრომის ბაზარზე არსებული ვითარება, დასაქმების ბარომეტრი და კვალიფიციური კადრების დეფიციტი, რომელიც ბიზნესსექტორისთვის ერთ-ერთ უმთავრესს გამოწვევად რჩება. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დაფუძნებაზეც, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეს ინიციატივა დადებითად შეაფასა და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვან მექანიზმად დაასახელა.საუბარი შეეხო გლობალურ გეოპოლიტიკურ ვითარებასაც და მის გავლენას საქართველოს ეკონომიკასა და რეგიონულ ვაჭრობაზე. ამ კონტექსტში განიხილეს შუა დერეფნის მზარდი როლი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობა და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი, როგორც ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერების უმთავრესი ფაქტორები.„საქართველოს ბიზნეს ასოციაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ფონდის მისიას გავუზიაროთ კერძო სექტორის ობიექტური შეფასებები, რომლებიც BAG ინდექსშია თავმოყრილი. შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ როგორც მაკროეკონომიკური პარამეტრები და შრომის ბაზრის გამოწვევები, ისე ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგიონული პროცესები, რომლებიც ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდასა და საინვესტიციო მიმზიდველობას განსაზღვრავს“, განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

1794564150

Fitch-მა საქართველოს ბანკის რეიტინგის პერსპექტივა "პოზიტიურამდე" გააუმ...

Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ბანკის რეიტინგს ადგილობრივ ბაზარზე მისი წამყვანი პოზიცია და ძლიერი კაპიტალიზაცია ამყარებს. სააგენტო ასევე ხაზს უსვამს ბანკის სტაბილურ სადეპოზიტო ბაზასა და ჯანსაღ ლიკვიდურობას.Fitch-ის პროგნოზით, ქვეყნის მტკიცე ეკონომიკური ზრდა და სუვერენული საკრედიტო პროფილის გაძლიერება კიდევ უფრო გააუმჯობესებს საბანკო სექტორის საოპერაციო გარემოს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დაკრედიტების ზრდას და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების მზარდ დინამიკას.

1794563883

არ გაჩერების კულტურა ფეხბურთში - საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბუ...

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია. პარტნიორობის ფარგლებში, ბანკის მიზანია, არა მხოლოდ გახდეს საერთო გამოცდილებისა და წარმატების თანამონაწილე, არამედ, ხელი შეუწყოს საქართველოში ქომაგობის კულტურის განვითარებას.ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა წლების განმავლობაში არაერთი კამპანია და ინიციატივა განახორციელა, რომელთა მთავარი მიზანი გულშემატკივრების გაერთიანება და ქართული ფეხბურთის წარმატებების ერთად აღნიშვნაა. ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია 2024 წელს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის აღსანიშნავად შექმნილი კამპანია „საქართველო ფორმაშია“. კამპანია იმ საერთო ემოციას გამოხატავდა, რომელიც ისტორიულ წარმატებას მოჰყვა და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ფეხბურთის გარშემო გაერთიანება და გამარჯვებების ერთად აღნიშვნა ქომაგობის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.თუმცა, საქართველოს ბანკისთვის გულშემატკივრობა მხოლოდ გამარჯვების დროს გუნდის გვერდით დგომას არ ნიშნავს. ეს არის მუდმივი მხარდაჭერა, თანადგომა და იმ ადამიანების წახალისება, რომლებიც საკუთარი მიზნების მისაღწევად იბრძვიან. სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს ბანკის ხედვასაც ქართული ფეხბურთის გრძელვადიანი განვითარების მიმართულებით.ეროვნული ნაკრების მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომავალი თაობის განვითარებას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა სასკოლო ლიგის მხარდაჭერა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და სპორტული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ამგვარად, ბანკის ჩართულობა მოიცავს როგორც დღევანდელი წარმატებების აღნიშვნას, ისე იმ საფუძვლის შექმნას, რომელიც ქართული ფეხბურთის მომავალ განვითარებას შეუწყობს ხელს.საქართველოს ბანკი ქართულ ფეხბურთს მომავალშიც უგულშემატკივრებს - ეროვნული ნაკრების, ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და იმ ადამიანების გვერდით, ვისთვისაც ფეხბურთი საერთო ემოცია, სიამაყე და ერთიანობაა.საქართველოს ბანკი - საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.

1794563728

მევლუდ მელაძე - კენტი და ლუწი ნომრებით შეზღუდვის სისტემა, არაერთ ქვეყა...

„როდესაც იღებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავიტავისოთ. მაგალითად, თუ გვინდა პრობლემის მოგვარება, შეიძლება მაგაზეც შევჯერდეთ, რაღაც დღეების განმავლობაში კენტი და ლუწი ნომრებით ავტომობილები იყოს დასაშვები, ან კონკრეტულ უბნებში დავაყენოთ კამერები, ფასიანი შესვლა როგორც ხდება ხოლმე. როგორც გაკეთდა ბევრ ევროპულ ქალაქში, მაგრამ საზოგადოებაც მზად უნდა იყოს ამისთვის“, — აცხადებს კახა კალაძე.საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პრაქტიკამ და კვლევებმა მსგავსი მიდგომის არაეფექტურობა უკვე დაადასტურა, ხოლო გამოსავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების სწრაფ განვითარებაშია.„ჩემი აზრით, კენტი და ლუწი ნომრებით შეზღუდვის სისტემა, რომელიც ათწლეულების მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში გაიტესტა და მის არაეფექტურობაზე არაერთი კვლევაც კი დაიდო, ჩვენთან არ უნდა შემოვიღოთ.მოკლედ რომ ვთქვა, კვლევების დასკვნა ასეთია: მსგავსი შეზღუდვები არ აუმჯობესებს გზებზე არსებულ მდგომარეობას, არამედ ბევრი სხვა საკითხის გადაჭრასთან ერთად საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა ალტერნატიული გადაადგილების საშუალებების გაცილებით სწრაფი, ეფექტური და, რაც მთავარია, პრაქტიკული განვითარება“, — აღნიშნავს მევლუდ მელაძე.

1794560466

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტი 17.9%-ით, იმპორტი კ...

მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 6 874.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 17.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 16 202.4 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 6.5 პროცენტით).უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში 9 327.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტია.

1794560370

"უნდა გამოიყოს კვალიფიციური დეველოპერი" - ლევან დიასამიძე რეგულაციების...

"ისინი დაფინანსებაში მოგვყვებიან, თუმცა მათი დამოკიდებულება ის არის, იციან საით ვითარდება ბაზარი და უფრო მსხვილ დეველოპერებს ემუშავებიან, რომლებსაც მშენებლობის გამოცდილება აქვთ და გაყიდვების გამოცდილება აქვთ", - აცხადებს ლევან დიასამიძე "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში. ლევან დიასამიძე აქვე ამბობს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ისევ რჩება საკითხები, რომლებიც დამატებით რეგულირებას საჭიროებს."როდესაც მომხმარებელი მოდის და უძრავ ქონებას ყიდულობს, მან არ იცის, რა აქტივებს ფლობს კომპანია, რა ვალდებულებები აქვს მას და როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა. შესაბამისად, ჩემი მოსაზრებაა, რომ უნდა გამოიყოს კვალიფიციური დეველოპერი, მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გასაჯაროების შესაძლებლობა და მხოლოდ მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, მიიღონ განვადება, ინვესტორისგან თანხა, რომელსაც განვადება დავარქვით. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს თანხა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ინვესტორის ჩვეულებრივი მონაწილეობა პროექტში. ეს არ უნდა იყოს ცალსახა რეგულაცია, ეს უნდა იყოს რეგულაცია, რომელსაც სარეკომენდაციო სახე ექნება. მეორე მხარეს არის მომხმარებელი, რომლის უფლებებიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დეველოპერებსაც უნდა ენიჭებოდეთ რეიტინგი, ისევე როგორც ბანკებს აქვთ საკრედიტო რეიტინგი.როდესაც კომპანია 200 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს, ბინის თითოეული მყიდველი, ფაქტობრივად, ამ პროექტის ინვესტორი ხდება. შესაბამისად, მათი უფლებებიც სათანადოდ უნდა იყოს დაცული. თუმცა, ეს საკითხი ფართო მსჯელობას საჭიროებს", — აღნიშნა ლევან დიასამიძემ.BP.GE

1794559491